reportiori.ge - „რა გაწუხებთ?“ - კითხვარის შევსება დღეიდან უკვე შესაძლებელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:06
საზოგადოება
„რა გაწუხებთ?“ - კითხვარის შევსება დღეიდან უკვე შესაძლებელია
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 18:40


სპეციალური კითხვარების საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის"  ერთობლივი სოციალური ინიციატივა - „რა გაწუხებთ?" დღეიდან უკვე ამოქმედდა.

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება.

 

 

კითხვარი, როგორც ინტერნეტით - ვებგვერდზე www.1505.ge , ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.

 

 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პროექტის „რა გაწუხებთ?" შესახებ აღნიშნა, რომ კამპანია სწორედ,  საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა.



„ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია სტრატეგია და ტაქტიკური სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის განმავლობაში, ისევე როგორც წინა წლებში, ჯანდაცვის სისტემაში განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს. ეს იქნება პროექტები, რომელთა საჭიროება ცალსახად არის გამოკვეთილი და საჭიროება დაფუძნებულია პროფესიონალურ ანალიზზე როგორც სამინისტროსგან, ასევე  ჩვენი საერთაშორისო  პარტნიორების მხრიდან. თუმცა, იმისათვის, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონდეს საზოგადოებასთან და უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია მივიღოთ იმის შესახებ, თუ რა აწუხებს საზოგადოებას ჯანდაცვის მიმართულებით, ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც დღეიდან უკვე დაიწყო", - განმარტა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.



გამოკითხვის ფორმატი მარტივია: ეს არის სპეციალური კითხვარები, მონაწილეობის მსურველებს შეეძლებათ „კი" და „არას" ფორმით გასცენ პასუხები სპეციალურ კითხვებზე. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ეს არ იქნება გამოკითხვა მხოლოდ პრობლემების შესახებ, ეს იქნება საზოგდოების  შეფასება, თუ სად ხედავენ სუსტ წერტილებს, რა მოსწონთ, რა აწუხებთ და ამას განვსაზღვრავთ ხარისხობრივად. მნიშვნელოვანია, რომ კითხვები შედგენილია პროფესიონალების მიერ და ამ კითხვარის ანალიზი მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო დეტალურად გავეცნოთ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოების თითოეულ წევრს აწუხებს.


„რა თქმა უნდა, ძირითადი პრიორიტეტებია გამოკვეთილი, როგორიცაა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვის განვითარება, უფრო მიწვდომადი სერვისები და ხარისხიანი ჯანდაცვა. უფრო მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ეს არის მნიშვნელოვანი, და სწორედ  დღეიდან დავიწყეთ პროექტს ჩვენს პარტნიორებთან, ,,გლობალურ ალიანსთან" ერთად", -  განმარტა სერგეენკომ.



„გლობალური ალიანსის" პრეზიდენტის ჟან-ელი მალკინის აზრით, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რა არის საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტული ჯანდაცვის სფეროში, როგორია მისი მოლოდინები და სურვილები. 


რა გაწუხებთ?" - სოციალური ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას, უპასუხოს მთელ რიგ აქტუალურ კითხვებს, მაგალითად: რამდენს ხარჯავს იგი თვეში ჯანდაცვის მიმართულებით, რამდენის დახარჯვა მიაჩნია ოპტიმალურად, კმაყოფილია თუ არა მედიკამენტების, დიაგნოსტირებისა თუ მომსახურების ხარისხით, ფასით და . . გამოკითხვის შედეგები საშუალებას მოგვცემს უფრო რეალური და სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი ხედვები და მიდგომები დარგის შემდომი სრულყოფისა და განვითარების საკითხებისადმი და  არსებული პრობლემების მოგვარების  უფრო რეალური გეგმები შევთავაზოთ სამინისტროს", - განაცხადა  ჟან-ელი მალკინმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016