reportiori.ge - ფონდმა „ქართუმ“ თეატრების რესტავრაციისთვის ჯამში 140 მილიონ ლარზე მეტი გაიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:38
ეკონომიკა
ფონდმა „ქართუმ“ თეატრების რესტავრაციისთვის ჯამში 140 მილიონ ლარზე მეტი გაიღო
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 23:54



ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რეაბილიტაციისთვის ფონდმა "ქართუმ" 40 მილიონი დოლარი გამოყო.


როგორც "აიპრესთან" საუბარში ფონდი "ქართუს"  ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, ოპერის თეატრი მათთვის გამოწვევა იყო და ძალიან დიდი ხანი ემზადებოდნენ ამ საქმისთვის.



მისი თქმით, ძალიან ბედნიერია იმ ფაქტით, რომ  ქართულ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება დღეიდან განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში მივიდეს. ნიკოლოზ ჩხეტიანის ინფორმაციით, ფონდი "ქართუ" საოპერო და საბალეტო წარმოდგენებსაც დააფინანსებს.



"აიპრესი" დაინტერესდა, საერთო ჯამში წლების განმავლობაში ფონდმა ქართუმ რა თანხა გაიღო თეატრების სარესტავრაციო სამუშაოებისთვის.  როგორც "ქართუდან" მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, წლების განმავლობაში, ფონდიდან ამ მიზნით 58 მილიონ 724 ათას 306 ლარი გამოყო. ამ თანხას ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაღებული თანხა - 40 მილიონი დოლარი ემატება, რაც საერთო ჯამში 143 მილიონ 724 ათას 306 ლარს შეადგენს.


აქედან, ბათუმის დრამატული თეატრის რესტავრაციისთვის 778 400 ლარია გამოყოფილი. ფონდი „ქართუს" ინფორმაციით, ბათუმის დრამატული თეატრის რესტავრაცია 2015 წელს დაიწყო და სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.


 რუსთაველის თეატრის რესტავრაციისა და ტექნიკური აღჭურვილობისთვის, 2002-2005 წლებში 11 მილიონ 946 ათას 413 ლარია გამოყოფილი;

 

მარჯანიშვილის თეატრის რესტავრაცია და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 4 მილიონ 991 ათას 758 ლარი. ( 2005-2010.);

 

თუმანიშვილის თეატრის რესტავრაცია და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 1 მილიონ 614 ათას 422 ლარი (2002-2004 .);

 

დუმბაძის მოზარდმაყურებელთა სახელობის თეატრის რესტავრაცია და აღჭურვილობისთვის 4 მილიონ 336 ათას 678 ლარი ( 2005-2007 ..);

 

გრიბოედოვის თეატრის რესტავრაცია და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 15 მილიონ 827 ათასი ლარი (2006 - 2009 . );

 

თავისუფალი თეატრის რესტავრაცია და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 2 მილიონ 374 ათას 635 ლარი (2007-2008 .)

 

გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრის რესტავრაცია და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 2 მილიონ 31 ათასი ლარი (2007-2008.)

 

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუქცია და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 14 მილიონ 824 ათასი ლარი (2000- 2011 ..)

 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016