ხვალ, 26 იანვარს წმიდა მოწამე იოანე მხედარის სახელობის ეკლესიაში, სანდრო გირგვლიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე ავრცელებს.
„დრო საოცრად სწრაფად გარბის. ასე გაირბინა სანდრო გირგვიანის გარდაცვალებიდან ათმა წელმაც. რა დროც არ უნდა გავიდეს, მისი ხსოვნა. როგორც შეუდრეკელის, გამბედავისა და მართალი ვაჟკაცისა, ყოველთვის დარჩება მათ გულში, ვინც მას ახლოს იცნობდა და ჩვენც, როგორც მისი მეგობრები, მივიდეთ 26 იანვარს, სამშაბათს, თბილისში, დოდაშვილის ქუჩა N1-ში მდებარე წმინდა მოწამე იოანე მხედარის სახელობის ეკლესიაში, მისი სულის უკვდავსაყოფად.
21:00 საათზე დაიწყება წირვა-ლოცვა ღამისთევით, რომლის დასრულების შემდეგ. 2 საათზე ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გრიგოლი (ქალბატონი ირინას მოძღვარი), გადაიხდის სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებულ პანაშვიდს."- წერს მჟავანაძე სოციალურ ქსელში.