reportiori.ge - პუტინი: თუ ეს გზა რუსეთის რამდენიმე რეგიონს დააკავშირებს, თანაც აფხაზეთთან ერთად, ეს სარგებლის მეტს არაფერს მოიტანს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:29
მსოფლიო
პუტინი: თუ ეს გზა რუსეთის რამდენიმე რეგიონს დააკავშირებს, თანაც აფხაზეთთან ერთად, ეს სარგებლის მეტს არაფერს მოიტანს
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 12:13


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა ავტომაგისტრალის მშენებლობას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შავ ზღვასთან დააკავშირებს. განცხადება პუტინმა სტავროპოლში გამართულ ფორუმზე გააკეთა.


„პროექტი ცნობილია. თუ ეს გზა რუსეთის რამდენიმე რეგიონს დააკავშირებს, თანაც აფხაზეთთან ერთად, ეს სარგებლის მეტს არაფერს მოიტანს. ეს კარგი პროექტია. ჩვენ ფედერალური მთავრობის მხრიდან მზად ვართ, მას მხარი დავუჭიროთ", - განაცხადა პუტინმა.


აღნიშნული პროექტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს საზოგადოებრივი მოძრაობის „კავკასიის ხალხთა რუსული კონგრესის" აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე სულთან ტოგონიძემ აცნობა. მისი განცხადებით, პროექტის განხორციელების შესახებ მემორანდუმს ჩინელ პარტნიორებთან ერთად ხელი უკვე მოეწერა.


„იალბრუსის განვითარების პროექტი ითვალისწინებს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთს, სტავროპოლის მხარეს, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ჩვენს მოძმე რესპუბლიკას - აფხაზეთს დააკავშირებს. პროექტით გათვალისწინებულია აეროპორტისა და თავად გზის მშენებლობა, რომელიც აფხაზეთთან, კერძოდ სოხუმთან დაგვაკავშირებს. ამ მარშრუტს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს, ხშირად ასე გადიოდა „აბრეშუმის გზა", შემდეგ კი ეს სოხუმის სამხედრო გზა გახდა, დღეს ის არ გამოიყენება. რეგიონებისათვის ეს განვითარების ახალი ეტაპია. ჩვენ პორტს დავუკავშირდებით", - განაცხადა სულთან ტოგონიძემ.


პროექტის თანახმად, ჩქაროსნული ავტომაგისტალი ყარაჩაი-ჩერქეზეთს და ყაბარდო-ბალყარეთს აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროსთან დააკავშირებს. გეგმის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილი კოდორის ხეობას გაივლის. დაგეგმილია ქალაქ ბაქსანთან აეროპორტის, ხოლო ოჩამჩირესთან საზღვაო პორტის მშენებლობა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016