ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო დღეს, 26 იანვარს (2016წ), საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ ელჩს გააცნო USAID-ის მიერ დაფინანსებული ელექტრონული ფაილინგის და ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვის მიმდინარე პროექტი, ასევე G-PriED-ის ხელშეწყობით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი სახელმძღვანელოების პროექტის მიმდინარეობა.
საქპატენტში გამართულ შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს, კერძოდ აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერაზე საქპატენტის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის პროექტის მხარდაჭერას, ექსპერტიზის სრულყოფას, საინოვაციო საქმიანობის და ბრენდინგის სისტემის განვითარების ხელშეწყობას.
ასევე, 2016 წელს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერას.
შეხვედრას ესწრებოდნენ USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დაგ ბოლი, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური ოფიცერი ჩარლზ სეტენი და პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიტიკოსი ნია ლომიძე.