reportiori.ge - ირაკლი შიხიაშვილი: 28 000 ვეტერანი მზადაა, საზღვრისპირა სოფლებში დასახლდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 09:10
საზოგადოება
ირაკლი შიხიაშვილი: 28 000 ვეტერანი მზადაა, საზღვრისპირა სოფლებში დასახლდეს!
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 13:56


საზღვრისპირა რეგიონებში მთავრობა ვეტერანების ჩასახლებას გეგმავს, რომელიც ებრაული მოშავის სოფლის გამოცდილებას ეყრდნობა და „გეორგია" ერქმევა. საპილოტე სოფელი 75 მილიონი დოლარი დაჯდება. ეკონომიკურმა საბჭომ ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო თემის პროექტის საბოლოო ვერსია უკვე მოიწონა. ამ თემაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა „ეკონომეტრში" ისაუბრა.

 

„მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს პროექტი არის უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იდეა. ისრაელს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ვეტერანებს ებრაელი სპეციალისტები კონკურსის წესით შეარჩევენ. ჩვენი გამოკითხვის შედეგად, საქართველოს მასშტაბით 28 ათას ვეტერანს აქვს სურვილი, რომ საზღვრისპირა რეგიონებში დასახლდნენ.

 

ტერიტორიაზე გაშენდება ახალი ხეხილის ბაღები, შეიქმნება სათბურები, საქონლის სადგომები, ასევე რძის გადამმუშავებელი ქარხანა, ლაბორატორია, რომელიც ხელს შეუწყობს სელექციას, იქნება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებები. ერთი სოფელი 550 ოჯახზეა გათვლილი, დაახლოებით 1500-დან 1800 ადამიანამდე.          პირველი საპილოტე პროექტი დაფინანსდება ბიუჯეტიდან.

 

პრინციპულად უნდა გავძლიერდეთ, დავიცვათ საზღვარი და დავფუძნდეთ ჩვენს მიწაზე.

 

სოფელმა შემოსავლის სახით წელიწადში მინიმუმ რამდენიმე ათეული, 50-70 მილიონი ლარი მოგება უნდა უნდა მიიღოს. ეს დაიწყება ორი წლის შემდეგ, როცა სოფლის მშენებლობა და სავარგულების მოწესრიგება დამთავრდება. ჩვენ უნდა შევქმათ სტანდარტი, რომლის რეალიზაციას ქვეყნის შიგნითაც მოვახერხებთ და საზღვრებს გარეთაც გავიტანთ. ეს უნდა იყოს ევროპული დონის დამაკმაყოფილებელი სტანდარტი.

 

მივმართავ თითოეულ ვეტერანს, მათი ჩართულობა ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვეტერანებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფომ მათზე განსაკუთრებული ზრუნვა დაიწყო", - ამბობს შიხიაშვილი.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016