reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 04:27
საზოგადოება
გიორგი ქადაგიძე: ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 15:20


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის გაუფასურებას იმ უარყოფით მოლოდინებს უკავშირებს, რომელიც მეზობელ ქვეყნებში არსებულმა რთულმა სიტუაციამ შექმნა. ამის შესახებ ქადაგიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ლარის კურსზე გავლენას საგადამხდელო ბალანსი არ ახდენს, შესაბამისადб სებ-ის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში ლარის სტაბილიზაციას ელოდება.


„ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 2015 წლისგან განსხვავებით, დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსის 2,4 კორიდორში იმპორტი უკვე იმ დოზით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ნაკადები არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი, ასევე გახლავთ ფულის მასა. ჩვენ ფულის მასა მაქსიმალურად შევზღუდეთ, შესაბამისად, არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი, რომ ვივარაუდოთ - უახლოეს პერიოდში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016