საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: მთელი გულით ვულოცავ ჩვენს საამაყო რეჟისორს, ელდარ შენგელაიას 83 წლის იუბილეს
26 იანვარი, 2016. 20:16
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ელდარ შენგელაიას 83 წლის იუბილეს ულოცავს.
„მთელი გულით ვულოცავ ჩვენს სახელოვან და საამაყო რეჟისორს ელდარ შენგელაიას 83 წლის იუბილეს.
ელდარ შენგელაიას შემოქმედებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ კინემატოგრაფიაში. მისი ყოველი ფილმი ახალი და გამორჩეული სიტყვაა ქართულ კინოში და დღემდე ახლობელი და საყვარელია ყველა თაობისთვის.
ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ჰყავს მსოფლიო დონის რეჟისორი, მადლობა მას მისი დიდი ღვაწლისთვის და იმისთვის, რომ დღესაც აქტიურად ემსახურება ქართულ კინოხელოვნებას.
ჯანმრთელობას, მხნეობასა და ხანგრძლივ შემოქმედებით საქმიანობას ვუსურვებ დიდ რეჟისორს."- აღნიშნავს პრემიერ- მინისტრი.
15 თებერვალი, 2016. 03:14
15 თებერვალი, 2016. 03:07
15 თებერვალი, 2016. 01:18
14 თებერვალი, 2016. 16:50
14 თებერვალი, 2016. 16:00
14 თებერვალი, 2016. 11:44
14 თებერვალი, 2016. 11:38
14 თებერვალი, 2016. 11:31
ლევან ვასაძე: თამარ სანიკიძე ძალიან მიყვარს, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი
14 თებერვალი, 2016. 11:28
14 თებერვალი, 2016. 11:01
14 თებერვალი, 2016. 02:29
14 თებერვალი, 2016. 00:07
13 თებერვალი, 2016. 22:18
13 თებერვალი, 2016. 22:18
13 თებერვალი, 2016. 21:51