სერგო ვარდოსანიძე პროფესორ ლევან სანიკიძეს იხსენებს:
„პროფესორი ლევან სანიკიძე
მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან საბჭოთა იმპერიის მესვეურთა მითითებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გაუქმდა საქართველოს ისტორიის სწავლება, სკოლის დამამთავრებელ დოკუმენტში, სიმწიფის ატესტატში მისი ადგილი დაიკავა სსრ კავშირის ხალხთა ისტორიამ, საქართველოს ისტორიის მხოლოდ 34 საათიანი კურსი ნახევრად არალეგალურად ისწავლებოდა... ამ პოლიტიკის შედეგი ის იყო რომ ახალგაზრდებმა კარგად იცოდნენ ალექსანდრე ნეველის, დიმიტრი დონელის,იოანე მრისხანეს,პეტრე პირველისა, თუ ეკატერინე მეორის ისტორიები, ხოლო საქართველოს ისტორიის არაფერი გაეგებოდათ.
1976 წელს ქუთაისში გამომავალ ჟურნალ "განთიადში" დაიწყო პროფესორ ლევან სანიკიძის ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავლის "უქარქაშო ხმლების" ბეჭდვა, სულ მალე მკითხველმა მიიღო პოპულარული ენით გადმოცემული საქართველოს ისტორია (უქარქაშო ხმლები- ოთხ წიგნად) უძველესი დროიდან მეცხრამეტე საუკუნემდე. ამ წიგნებს კითხულობდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამ წიგნების მეშვეობით დაუბრუნდნენ ჩვენს ხალხს თავისი ისტორიული წინაპრები, ზოგნი მისაბაძნი, ზოგნი გასაკიცხნი...
ხშირად ობივატელნი კულუარებში ჩურჩულებდნენ "ეს ხომ ადვოკატურ-გამოსარჩლებითი პრინციპებით დაწერილი ისტორიააო "...
პროფესორმა ლევან სანიკიძემ ამ წიგნებით უდიდესი ეროვნული საქმე გააკეთა საქართველოს დიდი ისტორიული წარსული მცირერიცხოვან სპეციალისტთა კუთვნილებიდან საყოველთაო სახალხო კუთვნილებად აქცია, დღეს ბატონ ლევანს 91 წელი შეუსრულდებოდა...
ნათელში იყავ დიდო ქართველო, ამინ."