reportiori.ge - „ჩუმი სიკეთის მატიანე“ - ვის მოუწყო საახალწლო დღესასწაული შს მინისტრმა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 04:00
საზოგადოება
„ჩუმი სიკეთის მატიანე“ - ვის მოუწყო საახალწლო დღესასწაული შს მინისტრმა
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 11:02


შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საახალწლოდ ბერი ანდიას სახელობის სარეაბილიტაციაო სახლის ბინადრებს სურვილები აუსრულა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს.


პერტიას ინფორმაციით, მინისტრმა ყველა პოლიციელის ოჯახს საახალწლო დღესასწაული მოუწყო, ხოლო დაღუპული პოლიციელების ბავშვები საჩუქრებით გაახალისა.


ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებისთვის ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს, ბევრი სიკეთე უნდა დაანახო", - ამ ფრაზას ის ხშირად მიმეორებს... თუმცა, როცა სიტყვებზე ხშირად ფაქტები გიყვებიან, მაგარი შეგრძნებაა...

 

დიდხანს ვფიქრობდი, ამ ყველაფერზე დამეწერა თუ არა... თავად მხოლოდ ჩუმ სიკეთეს აღიარებს, ბევრი რამის აფიშირებას მიკრძალავს... მაგრამ, მოცემული facebook-გვერდი ჩემი პირადი სივრცეა და მიმაჩნია, რომ ეს გარკვეულ თავისუფლებას მანიჭებს. თავისუფლებას - ვთქვა ის, რაც მაწუხებს, რაც მინდა გამოვთქვა და ადამიანებს გავუზიარო... თავს იმით გავიმართლებ, რომ ეს სწორედ მისი ნათქვამის გაგრძელება და ჩემეული ინტერპრეტაციაა - ადამიანებს სიკეთე უნდა დაანახო და ამაზე ხშირად მოუყვე...

 

თბილისში არის ერთი სევდიანი სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ... ბევრი ბავშვური, მაგრამ ერთი განსხვავებული, არაბავშვური სურვილით - იცოცხლონ, გამოჯანმრთელდნენ... რამდენიმე დღის წინ იქ ჩვეულზე მეტი მხიარულება იყო. პატარები სიხარულით გაბრწყინებული თვალებით... მათ მიერ წერილებში დაწერილი ბავშვური სურვილები, უკვე განხორციელებული, გულში ჰქონდათ ჩახუტებული.... ცოტათი ადრე ეს წერილები გიორგი მღებრიშვილმა წაიკითხა და... აი, შსს თანამშრომლებმა სევდიანი ოთახების ბინადართ სურვილების ასრულების დღე მოუწყვეს... 14 ბავშვის პატარა გული და 14 რწმენა იმისა, რომ, როცა რამეს ძალიან ინატრებ, აუცილებლად აგიხდება... ეს ბერი ანდიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლი იყო...

 

თვეების წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი ირაკლი, რომელსაც დღემდე საკუთარი ძმასავით პატრონობს, ახლახან სამკურნალოდ ისრაელში გაამგზავრა... მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბოლომდე აპირებს, იბრძოლოს...

 

ყველა პოლიციელის ოჯახს საახალწლო დღესასწაული მოუწყო; დაღუპული პოლიციელების ბავშვები საჩუქრებით გაახალისა; ორიოდე დღის წინ ისინი დასასვენებლად ბაკურიანშიც გაამგზავრა. ეს, ალბათ, ისედაც ყველამ იცის... მაგრამ არავინ იცის ის, რომ სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლის ოჯახშიც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი იზრდება, დახმარება გაუგზავნა. ყველას - უკლებლივ, სამინისტროს მომსახურე პერსონალსაც და რიგით პოლიციელსაც. ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა...

 

და კიდევ, რამდენი ჩუმი სიკეთე, რომლზეც, გარკვეული მიზეზების გამო, მხოლოდ წლების შემდეგ მოვყვები... სხვა ადამიანების უთქმელ ამბებთან ერთად, ავკინძავ ისტორიებად და დავარქმევ ჩუმი სიკეთის მატიანეს", - წერს პერტაია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016