reportiori.ge - ზურაბ ოკუჯავა: მივესალმები ახალი მოთამაშეების შემოსვლას თუ მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 04:30
საზოგადოება
ზურაბ ოკუჯავა: მივესალმები ახალი მოთამაშეების შემოსვლას თუ მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 12:27


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მედიკამენტებზე არსებული კატასტროფული ფასები. სამინსიტროში არსებული მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალად ბაზარზე კონკურენციის გაზრდა და მაღალი ხარისხის ჯენერიკ-მედიკამენტების შემოტანა მიიჩნევენ, სულ მალე,  ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე „ჰუმანითი ჯორჯია" შემოვა, რომელიც პირველ ეტაპზე პირველადი მოხმარების ჯენერიკ-მედიკამენტებს გაყიდის. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, დავინტერესდით, თუ რას ფიქრობენ  აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.


კავშირ „საქართელოს გულის ფონდის" თავმჯდომარე ზურაბ ოკუჯავა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს:

 

მედიკამენტებზე არსებული და ბოლო დროს კიდევ უფრო გაზრდილი ფასები კვლავ პრობლემად რჩება. მივესალმები ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას, არ აქვს მნიშვნელობა, მედიკამენტები ინდოეთში იქნება წარმოებული  თუ ჩინეთში. მთავარია, აქ, ადგილზე შემოწმდეს მედიკამენტების ხარისხი. ქვეყანაში აუცილებლად უნდა გაიზარდოს წამლის ხარისხის კონტროლი. განსაკუთრებით კი, ნედლეულის ხარისხი უნდა შემოწმდეს.  შესაძალოა, პირადად, მიმაჩნია, რომ  დავუნიშნო პაციენტს ბრენდი და მქონდეს გარანტია, რომ ფინანსური ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე აუცილებლად იყიდის ამ წამალს, მაგრამ დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს აუცილებელად სხვა ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ. ისინი დაცულები უნდა იყვნენ, სჯობს, მიიღონ სანდო და შედარებით დაბალფასიანი ჯენერიკები, ვიდრე მედიკამენტის გარეშე დარჩნენ.  ინდოეთში ძალიან ბევრი ფარმაცევტული ქარხანაა,  ისე როგორც სხვა დიდ ქვეყნებში, მთავარი მაინც ხარისხის კონტროლია. რადგან საქართველოში  წამლის იმპორტირებაზე  შეზღუდვა არ არსებობს, სწორედ ხარისხის კონტროლით დარეგულირდება სანდოობის პრობლემა", - ამბობს ოკუჯავა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016