reportiori.ge - საავტორო უფლებების დარღვევა ციფრულ სივრცეში - საქპატენტი საინფორმაციო კამპანიას იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 09:09
საზოგადოება
საავტორო უფლებების დარღვევა ციფრულ სივრცეში - საქპატენტი საინფორმაციო კამპანიას იწყებს
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 13:12


„ციფრული შემოქმედება: ტრანსფორმირებული კულტურა" - ამ სლოგანით აღინიშნება  წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე.



საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით იწყებს  კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში.


„კამპანიის ფარგლებში საქპატენტი დღეს, 27 იანვარს (2016 წ.), მაიქროსოფთ-საქართველოსთან ერთად  მართავს სამუშაო შეხვედრას ლიცენზირებული კომპიუტერული პროდუქტების  ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე.  

 

 

პირველ სამუშაო შეხვედრას აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან,  რომელთაც ლიცენზირებული პროდუქტის უპირატესობებს,  საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით და ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად მიღებულ ზომებს, საქართველოში კომპიუტერული პროგრამების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს გააცნობენ. 

 

 

საქართველოს მთავრობასა და Microsoft- შორის სალიცენზიო შეთანხმება შარშან გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებები კომპანიის ლიცენზირებულ პროდუქციას გამოიყენებენ, რომლის მიზანია სამთავრობო უწყებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემათა უსაფრთხოების და მასშტაბირების ეფექტური უზრუნველყოფა", - ნათქვამია საქპატენტის ინფორმაციაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016