reportiori.ge - ჰალუცინოგენები - მომაკვდინებელი გართობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:54
პრეს-დაიჯესტი
ჰალუცინოგენები - მომაკვდინებელი გართობა
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 13:36


„მომაკვდინებელი გართობა" - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი „პრაიმტაიმი" სტატიას, სადაც ჰალუცინაციების გამომწვევ ნარკოტიკებზეა საუბარი. სტატიაში წერია, რომ ჰალუცინოგენები არის ნარკოტიკული ნივთიერებების ჯგუფი, რომელიც ფიზიკურ დამოკიდებულებას არ იწვევს, თუმცა სრულად ცვლის პიროვნების აღქმას და ხშირი მოხმარების დროს ფსიქიკური პრობლემების მაპროვოცირებელიც შეიძლება გახდეს.


„მიუხედავად იმისა, რომ თრობის (ე.წ. კაიფის) პროცესში მოქმედება მრავალფეროვანი და ხშირად ინდივიდუალურია, ჰალუცინაციის გამომწვევი ნარკოტიკების მთავარი სამიზნე ადამიანის აღქმაა. ისინი მოქმედებენ ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაზე და ცვლიან მას. ამ მიზეზით ადამიანს გარემო და საკუთარი თავი ზოგიერთ შემთხვევაში სხვანაირი ეჩვენება", - წერია სტატიაში.


რა საფრთხეს უქმნის ჰალუცინოგენები ადამიანის ორგანიზმს, ამ საკითხზე ბეჭდურ გამოცემასთან ნარკოლოგმა ხათუნა თოდაძემ ისაუბრა: „ჰალუცინოგენები იწვევს ეიფორიას, სიამოვნების განცდას. მას აქვს გვერდითი მოვლენები: ტაქიკარდია, მომატებული გულისცემა. შეიძლება გამოიწვიოს დროისა და მანძილის გაუკუღმართებული აღქმა, ეს ხშირად იწვევს რეაქციების შენელებას და არაადეკვატურ რეაქციებს. ამ დროს სახიფათოა საჭესთან ჯდომა და ისეთი ქმედებების შესრულება, რომლებიც ზუსტ რეაქციებს მოითხოვს. გარდა ამისა, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არტერიული წნევის მომატებას, სუნთქვის გახშირებას, სხეულის ტემპერატურის მატებას.

 

განსაკუთრებით ეს ახასიათებს ექსტაზს, რომელსაც შერეული მოქმედება აქვს. მისი მოხმარების დროს აქტიურდება ფიზიკური აქტივობის სურვილი და ხდება დიდი ოდენობით ოფლის გამოყოფა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოების შოკი, იშვიათ შემთხვევებში ეს ლეტალობის მიზეზია", - განაცხადა ნარკოლოგმა.


მისი თქმით, ჰალუცინოგენებს განსხვავებული მოქმედებები აქვთ: „შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი დარღვევები, დეპრესიები, სუიციდები, ფსიქოზი. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა", - განაცხადა ნარკოლოგმა.





წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016