reportiori.ge - აჭარაში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად დამატებითი სპეცტექნიკაა მობილიზებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:45
რეგიონები
აჭარაში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად დამატებითი სპეცტექნიკაა მობილიზებული
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 16:40


დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. პრემიერ-მინისტრის დავალებით, გურიის შემდეგ ამჟამად აჭარაში იმყოფება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი.


გიორგი ამაშუკელმა დღეს საქართველოს  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან ილია ელოშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ  საგანგებო შტაბის სხდომაში, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან  არჩილ ხაბაძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები დიდთოვლობის შედეგად რეგიონში შექმნილი პრობლემის დროულად გადასაჭრელად.


ამაშუკელის განცხადებით, შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში გაწმენდითი სამუშაოების დასაჩქარებლად მუნიციპალური ტექნიკის გარდა, მობილიზებულია კერძო კომპანიების კუთვნილი სპეცტექნიკა  და მუშახელი. კერძოდ, მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე მომუშავე 35 ერთეულ ტექნიკას და ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის 300-მდე თანამშრომელს უკვე დაემატა 100 ადამიანი და 15 ერთეული სპეცტექნიკა.


ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით,  საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სტრუქტურული ერთეულები და დაქვემდებარებული  ყველა ორგანიზაცია. მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს  (ტელ.:27 26 09; 24 22 22).  ერთდროულად იწმინდება ქუჩები ქალაქის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში. პარალელურ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა ჭაობის დასახლებაში. შეუფერხებლად ხორციელდება წყალმომარაგება როგორც ახალი, ასევე ძველი ქსელის აბონენტებიათვის. ბათუმის გამწვანებისა და ლადნშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ თოვლის საფარისაგან დაზიანებული ხეების გაწმენდაზე.


რაც შეეხება აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს, არჩილ ხაბაძის განცხადებით, სოფლებში გზების გაწმენდაზე 52-მდე ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს.   რეგიონის მოსახლეობა სრულყოფილად უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირითა და სასმელი წყლით.  საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე კი, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის. ბათუმი-ახალციხის  მიმართულებით მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი. გაიწმინდა და კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ქობულეთი-ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ციხისძირის მონაკვეთზე, ასევე მძიმე ტექნიკა მუშაობს მწვანე კონცხის გვირაბთან და იყრება ტექნიკური მარილი.


აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ასობით აბონენტს. ბოლო მონაცემებით, რეგიონში შუქი არ მიეწოდება 1210 აბონენტს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მობილიზებულია დამატებითი ბრიგადები სამეგრელოდან, მიმდინარეობს ავარიული უბნების აღდგენითი სამუშაოები.

 

„დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების ოპერატიულად მოსაგვარებლად, მთელი რეგიონის მასშტაბით,  ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს  ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური, საქართველოს გზების დეპარტამენტი, ენერგეტიკის სამინისტრო, „ენერგო-პრო", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.


დღესვე გიორგი ამაშუკელი არჩილ ხაბაძესთან ერთად ქობულეთში ჩავა. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016