reportiori.ge - „პოზიციას“ ორგანიზებით, აშშ-ის საელჩომ სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 09:00
საზოგადოება
„პოზიციას“ ორგანიზებით, აშშ-ის საელჩომ სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 17:30


არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას" ორგანიზებით, სასტუმრო „ვეძისის" საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა.


პროექტ „დიპლომატიური საუბრების" ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა მონიკა დორადომ სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საინტერსო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა და მათ მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.


„პოზიციას" ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გააცნო ის ხედვები, მიზნები და სამომავლო გეგმები, რომლებიც ორგანიზაციას გააჩნია. სემინარში მონაწილე სტუდენტები „პოზიციას" საქმიანობითა და პროექტებით დაინტერესდნენ და შემდგომი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.


„პოზიცია" საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების საელჩოების წამყვან დიპლომატთა ჩართულობით, სტუდენტებისთვის სემინარებს სისტემატურად მართავს.

 

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები და აქტივობები მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ გარემოში უკეთ ინტეგრაციისთვის. „პოზიცია" გეგმავს გააგრძელოს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრები და ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლებას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016