reportiori.ge - განათლების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგს აგრძელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 09:17
საზოგადოება
განათლების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგს აგრძელებს
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 21:28




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:

 

 

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს. 27 იანვრის საღამოს მონაცემებით, მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებელი შეიცვალა. კერძოდ, 195 საჯარო სკოლას, სადაც დილის მონაცემებით სასწავლო  პროცესი შეჩერებული იყო, საღამოს 72 დაემატა და საბოლოო ჯამში,  საქართველოს მასშტაბით, 267-შეადგენს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს ახორციელებს როგორც დღის, ასევე შუადღის ცვლის მოსწავლეთა დასწრებაზე. თუმცა, სავარაუდოა, რომ ბავშვთა გარკვეულ რაოდენობას მშობლები სკოლაში პრევენციის გამო არ უშვებენ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 3 დღით სასწავლო პორცესი იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-აღემატება. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება.

 

სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგს სამინისტრო  კვლავ განახორიცელებს. სკოლებს კი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.

 

რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, სკოლების რაოდენობა უცვლელია."- აღნიშნულია განცხადებაში.  


სკოლების ჩამონათვალი იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge



 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016