reportiori.ge - „თბილისის ოპერის თეატრი, რომელიც რუსეთის მეფეებს, საბჭოთა კავშირსა და სამოქალაქო ომს გადაურჩა, ხელახლა იხსნება“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:19
კულტურა
„თბილისის ოპერის თეატრი, რომელიც რუსეთის მეფეებს, საბჭოთა კავშირსა და სამოქალაქო ომს გადაურჩა, ხელახლა იხსნება“
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 18:48


თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრის გახსნას სტატიას უძღვნის გავლენიანი ბრიტანული გაზეთი „გარდიანი". სტატიის ავტორი ოპერის დირექტორს ზურაბ ლომიძეს, სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელ ნინო ანანიაშვილს, „ქართუს" საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანს და არქიტექტორ ლერი მეძმარიაშვილს ესაუბრა.



„გარდიანი" აღნიშნავს, რომ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაფინანსების წყალობით, პრესტიჟულ დაწესებულებას წარსული დიდების დაბრუნების იმედი აქვს.


ზურაბ ლომიძე თბილისის ოპერის თეატრის დირექტორი 1991 წლის სამოქალაქო ომის დროს იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის პროსპექტზე შეტაკებები იყო, მას და ოპერის თეატრის სხვა თანამშრომლებს შენობა არ დაუტოვებიათ.



ერთ დღეს სამხედრო პირთა ჯგუფმა შემოსასვლელი კარი დაცხრილა და გამოაცხადა, რომ თეატრის შენობა თავშესაფრად სჭირდებოდათ", - იხსენებს ზურაბ ლომიძე. მათი წასვლის შემდეგ შემოსასვლელი კარი და კედლები ტყვიებით იყო დაცხრილული. მინდოდა, ეს  დაზიანებები შუშის ქვეშ მომექცია, წარწერით - კულტურას ასე არ ეპყრობიან".



პოსტსაბჭოთა არეულობამდეც თბილისის ოპერის თეატრი ორჯერ დაიწვა. თეატრს განადგურების საფრთხე მაშინაც დაემუქრა, როდესაც მისი შენახვის სახსრები ამოიწურა. თუმცა ახლა, 165 წლის ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის ახალი ერა იწყება. ექვსი წლის განმავლობაში, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი მრავალი მილიონის წყალობით, განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრი კვლავ იხსნება.



იმედი გვაქვს, რომ ეს საქართველოს კულტურის ხელახლა დაბადებას შეუწყობს ხელს",  - ამბობს ნინო ანანიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დირექტორი, - კულტურა ჩვენი სახეა".

 

დიდ გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე მსახიობები ბოლო რეპეტიციას გადიან. სეზონს, ტრადიციულად, „აბესალომ და ეთერი" გახსნის.



ლომიძე, ოპერის ტექნიკური დირექტორი, მოსამზადებელ სამუშაოებს ზედამხედველობდა. იგი პირადად დარწმუნდა, რომ გიგანტური, 3,5 ტონა ჭაღის 800 ნათურა სრულად იყო გამოცვლილი.



საქართველოს სამსახიობო ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას საფუძველი რუსეთის იმპერიისა და მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის მიერ ქვეყნის ანექსიამდე ჩაეყარა. ოპერის თეატრის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის ისტორიასთან.



რუსეთის იმპერატორის კავკასიის მთავარმმართებელმა ოპერის თეატრი დაუმორჩილებელი ქართველების გულის მოსაგებად და მოსკოვისადმი მათი ერთგულების გასაზრდელად ააგო. კომუნისტური რეჟიმის დროს თბილისი, მოსკოვის შემდეგ, ოპერისა და ბალეტის ერთ-ერთ ცენტრად ითვლებოდა.



სამოქალაქო ომის შემდეგ, 1990-იან წლებში, ოპერის თეატრის ხელახლა გახსნის შემდეგ, ბილეთების ღირებულება იმდენად მცირე იყო, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ შენობაში საშინლად ციოდა, ბილეთებზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო", - ამბობს ლომიძე, - შეიძლება ოპერა ფუფუნების საგანია, მაგრამ იმ წლებში იგი საქართველოსთვის აუცილებელი გახლდათ".



გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს წინსვლის მიუხედავად, ნეომაროკოული სტილის შენობის შენახვისა და დიდი მასშტაბის წარმოდგენებისათვის თანხის გამონახვა პრობლემად რჩებოდა. სარემონტოდ დახურვის დროისათვის შენობა საშინელ მდგომარეობაში იყო, - ამბობს არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი, - თუმცა, შევეცადე, მისი პირველადი სახე შემენარჩუნებინა".



შენობის განახლებისთვის 100 მილიონ ლარზე (28 მილიონ ევროზე) მეტი გაიღო ბიძინა  ივანიშვილმა,  რომელიც ასევე აპირებს, 2016 წლის განმავლობაში თბილისის ოპერაში დაგეგმილი ყველა წარმოდგენა დააფინანსოს.



შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მისი გავლენის გათვალისწინებით, გარკვეულ წრეებში კითხვის ნიშნებს იწვევდა ივანიშვილის მიერ ოპერის თეატრისა და ქვეყნის მასშტაბით სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების მოტივი. 2012 -2013 წლებში იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. ამასთან, მან დაარსა ამჟამად მმართველი კოალიციის წამყვანი პარტია  - „ქართული ოცნება".



შემოდგომაზე კოალიციას საპარლამენტო არჩევნები ელის. თუმცა, „ქართუს" საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, რომელიც ოპერის თეატრის განახლების პროექტს ხელმძღვანელობდა, აცხადებს: სარემონტო სამუშაოების დამთავრებას საარჩევნო წელს არ ვგეგმავდით".



ჯერ კიდევ უცნობია, გაგრძელდება თუ არა ფინანსური დახმარება ოპერისა და ბალეტის   ვარსკვლავების თბილისის თეატრში უკან დასაბრუნებლად. ბოლო წლებში ქართველ შემსრულებლებს  წარმატებული კარიერა ჰქონდათ საზღვარგარეთ. ლადო ათანელსა და თამარ ივერს, რომლებიც კვირის ბოლოს აბესალომისა და ეთერის როლებს შეასრულებენ, მილანში ლა სკალას სცენაზე მრავალჯერ უმღერიათ.



ანანიაშვილი, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბალერინას სახელი აქვს, 2004 წელს თბილისში დაბრუნებამდე, მოსკოვის დიდ თეატრსა და მსოფლიოს სხვა წამყვან თეატრებში ცეკვავდა. მას ამ დიდების საქართველოში დაბრუნების იმედი აქვს. ხშირად, როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოდან ვართ, ჰგონიათ,  ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატი გვაქვს მხედველობაში", - ამბობს ანანიაშვილი.



http://www.theguardian.com/world/2016/jan/27/tibilisi-to-reopen-opera-house-that-has-survived-tsars-soviets-and-civil-war


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016