reportiori.ge - თემურ ჭკუასელი: ერთხელ მითხრა, ხანდახან მეჩვენება, მეგობრობასა და ურთიერთობას ხომ არ ვყიდულობო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:23
პრეს-დაიჯესტი
თემურ ჭკუასელი: ერთხელ მითხრა, ხანდახან მეჩვენება, მეგობრობასა და ურთიერთობას ხომ არ ვყიდულობო...
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 18:46


სად და რა ვითარებაში გაიცნეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა ერთმანეთი, დეპუტატი გაზეთ „ვერსიას" უყვება:


„ერთმანეთი 1997 წელს გავიცანით... „ქართულ ხმებში" ათნი ვიყავით... ანსამბლის რამდენიმე წევრი - გივი ჭიჭინაძე, ზაურ ბოლქვაძე და დათო გოგიაშვილი - „თავგასა", ბოლო ორი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა, ბიძინა ივანიშვილს თბილისში, სუფრაზე შეხვდნენ. მაშინ ამ ადამიანის სახელი და გვარი თითო-ოროლამ იცოდა.

 

ზაფხულში, კონცერტი კანში გვქონდა, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ კი - გერმანიაში. ივანიშვილს ბინა სენ-ტროპეში აქვს.

 

კანში, კონცერტზე მოვიდა, რომელიც ეკლესიაში ჩავატარეთ, სადაც რამდენიმე დღით ადრე, ჯიპსი კინგმა იმღერა. კონცერტის მერე ერთმანეთს შევხვდით, მეუღლეც ახლდა, ვილაპარაკეთ...

 

გაიგო, რომ ერთკვირიანი პაუზა გვქონდა და სენ-ტროპეში მიგვიწვია, ერთი კვირა გერმანიაში ყოფნას, აქ იყავითო, დარეკა და ორ სასტუმროში გავნაწილდით. ჩვენი ურთიერთობა ასე დაიწყო..." - იხსენებს ჭკუასელი.


ჟურნალისტის შეკითხვაზე - „თავის ვილაში რატომ არ გიმასპინძლათ?" - ჭკუასელი პასუხობს:


„ამას არ აკეთებს ხოლმე. მისთვის უმთავრესი პრინციპია, რომ ადამიანებმა თავი თავისუფლად იგრძნონ. სასტუმროში გაცილებით თავისუფლად ვიქნებოდით, ვიდრე ოჯახში.

 

დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, ვისთანაც ისეთი ურთიერთობა არ მქონდეს, რასაც ახლა გეტყვით: თუ თამადა ვარ და ხმაურობს, ვეუბნები, ბიძინა, გაჩერდი-მეთქი და უნდა გაჩერდეს. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რახან დაინტერესდით, გეტყვით, თან ამაზე ლაპარაკიც გვქონია: ერთხელ მითხრა, ხანდახან მეჩვენება, მეგობრობასა და ურთიერთობას ხომ არ ვყიდულობო. ვუპასუხე, ბიძინა, ეს ერთი რამის გამო გამორიცხულია - შეიძლება, მადლიერება იყიდო, ანუ მთელი ცხოვრება მადლიერი ვიყო და შვილებსაც ვუთხრა, ბიჭებო, ამ ადამიანის მადლიერი უნდა იყოთ, მაგრამ მეგობრობის ყიდვა არ არსებობს, ვერავინ მაიძულებს, ადამიანის მეგობარი ვიყო. ამიტომაა, რომ სულ ჩუმად ვარ და არასოდეს გეუბნები, რამე მჭირდება. როცა ეს კომპლექსი მოიხსნება და შემეძლება, შენთანაც ისე თავისუფლად ვილაპარაკო, როგორც სხვებთან, მაშინ ჩვენს მეგობრობას მართლა არაფერი დაემუქრება-მეთქი. ამ ეტაპზე უკვე ჩვეულებრივად ვსაუბრობთ და მიხარია, რომ ასეა.

 

ჩვენი ურთიერთობა უფრო სიღრმისეულია, ვიდრე გარედან ჩანს და ისეთი თემები, როგორიც თქვენ ბრძანეთ, „რუხი კარდინალი", ჩემთვის ისეთი ღიმილისმომგვრელია, მეტი არ შეიძლება", - ამბობს ჭკუასელი გაზეთ „ვერსიასთან".





წყარო: „ვერსია" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016