reportiori.ge - თემურ ჭკუასელი: ჩემი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობა იმაზეა დაფუძნებული, რომ შეცდომებს არც მე ვუშვებ და არც ის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:33
პრეს-დაიჯესტი
თემურ ჭკუასელი: ჩემი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობა იმაზეა დაფუძნებული, რომ შეცდომებს არც მე ვუშვებ და არც ის
ავტორი:
30 იანვარი, 2016. 17:05


„ისე არ წვიმს, როგორც ქუხს", - ამ განცხადებას დეპუტატი თემურ ჭკუასელი „გაზეთ" ვერსიასთან საუბრისას დასმული შეკითხვის საპასუხოდ - „დიდი „კრიშა" გყავთ - გამიგია, თუკი ივანიშვილთან კომუნიკაცია გინდა, თემურ ჭკუასელი დაგეხმარებაო..." - აკეთებს:


„ამ ლეგენდას, გარკვეულ მომენტებში, ხელს არ ვუშლი, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩოხატაურის რაიონისთვის რამის გაკეთება მინდა. კი გითხარით, დეპუტატობა არ მინდოდა-მეთქი - იმ ასაკში ვარ, რომ უფრო სიმშვიდე მინდა და აქტიური ცხოვრება მაინცდამაინც აღარ მომწონს, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან განვითარებული მაქვს და, რადგანაც ამ, როგორც იტყვიან, ორომტრიალში მოვხვდი, ვთვლი, რომ ბევრი უნდა გავაკეთო. ქართულ სინამდვილეში ასეა: მაჟორიტარი რაიონს უვლის, თორემ სინამდვილეში, დეპუტატის ფუნქცია კანონშემოქმედებითი მოღვაწეობაა, რაიონს კი თავისი თვითმმართველობა უნდა უვლიდეს. სწორედ ამისკენ მივდივართ და ძალიან მიხარია.

 

რაც შეეხება თქვენს კითხვას - ივანიშვილის კარზე „რუხი კარდინალი" ვარ - კატეგორიულად, არა! ეს ორი მიზეზის გამოა გამორიცხული - პირველი, მისი ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია, რამე ვუთხრა და ჩემს ნათქვამზე გააკეთოს, მეორეც - ასევე გამორიცხულია, რაღაც ვუთხრა, ვთხოვო და ამით უხერხულობა შევუქმნა. ჩვენი მეგობრობა სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ მსგავს შეცდომებს არც მე ვუშვებ და რა თქმა უნდა, არც ის", - აცხადებს ჭკუასელი.




წყარო: ვერსია 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016