reportiori.ge - 22-ე ბატალიონმა ფარვანის პროვინციაში საპატრულო ოპერაცია ჩაატარა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 07:21
საზოგადოება
22-ე ბატალიონმა ფარვანის პროვინციაში საპატრულო ოპერაცია ჩაატარა
ავტორი:
31 იანვარი, 2016. 13:18



ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში „მტკიცემხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა სოფელ აკაკხელში საპატრულო ოპერაცია ჩაატარა. ქართველი სამხედროების გარდა პატრულირებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის არმიის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.


კოალიციური ძალების სამხედროები სოფლის უხუცესს - მალიკს შეხვდნენ და მისგან დასახლებაში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მალიკთან საუბრისას გაირკვა, რომ აკაკხელს ყოფითი პრობლემებიდან ყველაზე მეტად სასმელი წყლის ჭებისა და სხვა სოფლებთან თუ დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი ბოგირების გაუმართაობა აწუხებს. საპატრულო ჯგუფმა აღნიშნული საკითხები დაწვრილებით შეისწავლა, ინფორმაცია შეაგროვა და შემდგომი რეაგირებისთვის ამერიკული კონტინგენტის მეთაურობას უკვე გადაუგზავნა.


II ქვეითი ბრიგადის22-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზეა დისლოცირებული. ქართული ქვედანაყოფი ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016