reportiori.ge - „რა გაწუხებთ?“ - ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი სოციალური პროექტი დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 07:47
საზოგადოება
„რა გაწუხებთ?“ - ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი სოციალური პროექტი დაიწყო
ავტორი:
31 იანვარი, 2016. 14:23



ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი სოციალური პროექტი „რა გაწუხებთ?" დაიწყო, რომელიც  საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა. 


პროექტს „ჯანმრთელი სამართლიანი საზოგადოების'' აღმასრულებელი დირექტორი გიგა ჩხაიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებას და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას.

 

„გავეცანი ჯანდაცვის სამინისტროს ახალ პროექტს „რა გაწუხებთ?" და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. ცუდი რა უნდა იყოს იმაში, თუ კი დაიწყება მოსახლეობის გამოკითხვა, მოხდება მათი პრობლემების იდენტიფიცირება და საჭიროებების გამოვლენა. მითუმეტეს მისასალმებელია, თუ კი ეს სამოქალაქო ჩართულობის გზით მოხდება. ზოგადად, ჯანდაცვის პროგრამებმა დიდი გავლენა მოახდინა სამედიცინო მომსახურებაზე,  ჩვენი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. საქართველოს მოსახლეობა მანამდე ვერ ჩაითვლება ჯანმრთელ საზოგადოებად, სანამ არ მივა იმ დასკვნამდე, რომ მისი აქტივობა ჯანდაცვის პროგრამებში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ  არ შეიძლება ადამიანი მივიდეს ექიმთან მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად აქვს გამწვავებული. ზოგადად, ეს არ ეხება მხოლოდ ჯანდაცვის სექტორს. ქვეყნის მიმდინარე მოვლენებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გახლავთ მთავარი ფუნდამენტი დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის.  ახალი პროექტი ,,რა გაწუხებთ?''  ჩემი გათვლით,  ემსახურება სწორედ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნების განსაზღვრას და მათ დაკმაყოფილებას", - განაცხადა ჩხაიძემ.

 

პროექტის ფარგლებში, კითხვარები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ინტერნეტით, ვებ გვერდზე: http://1505.ge/, ასევე ჯანდაცვის რეგიონალურ ოფისებში.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016