reportiori.ge - ირაკლი შონია: ლელა ვეფხვაძე კი დარჩა, თითქოს უკანასკნელ მოჰიკანად იმ ქარიშხლიანი, დიდი ეპოქის...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 03:05
საზოგადოება
ირაკლი შონია: ლელა ვეფხვაძე კი დარჩა, თითქოს უკანასკნელ მოჰიკანად იმ ქარიშხლიანი, დიდი ეპოქის...
ავტორი:
31 იანვარი, 2016. 22:24



ჟურნალისტი ირაკლი შონია  1989 წლის 9 აპრილის მონაწილის, უსინათლო მომღერალი ქალის, ლელა ვეფხვაძის შესახებ წერს, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა.


შონია ვეფხვაძის გაჭირვების შესახებ საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უსნათლო მომღერალს დახმარება აღმოუჩინონ.



„ისინი ოთხნი იყვნენ: უსინათლო მომღერლები- ზაირა გელაშვილი, თინა ბირკაძე, დონარა ცხადიაშვილი და ლელა ვეფხვაძე...

საქართველოში დატრიალებული უბედურება და სოციალური გაჭირვება მათზეც აისახა... ისინი სამუდამოდ დარჩნენ 9 აპრილის ეპოქალურ მოვლენასთან... სამი მათგანი უპრეტენზიოდ და უჩუმრად წავიდნენ ამ ქვეყნიდან... ლელა ვეფხვაძე კი დარჩა, თითქოს უკანასკნელ მოჰიკანად იმ ქარიშხლიანი, დიდი ეპოქის... ამ დღეებში შევხვდით ერთმანეთს, დაღლილი იყო, მას გადაუჭრელ პრობლემად აქვს ქცეული ნაქირავებ ბინაში ცხოვრება, ნერვიულობდა ამ თვის ფული ვერ შევაგროვე და სახლის დაცლა რომ მომიწიოს, სად წავიდეო...  რა გახდა ხელისუფლებისთვის, თუნდაც ერთ ოთახიანი ბინა შეეძინათ ამ ქალბატონისთვის, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება და მზრუნველობა სჭირდება!!!

 

მინდა დიდ ხანს სიცოცხლე, გამძლეობა და კარგად ყოფნა ვუსურვო ლელას! ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ!!!"- აღნიშნავს შონია. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016