reportiori.ge - "მწვანე ბუდაპეშტის" ბინის შეძენის მსურველებს განსაკუთრებული პირობებით შეძენის შესაძლებლობა კიდევ 4 დღის განმავლობაში ექნებათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 02:28
საზოგადოება
"მწვანე ბუდაპეშტის" ბინის შეძენის მსურველებს განსაკუთრებული პირობებით შეძენის შესაძლებლობა კიდევ 4 დღის განმავლობაში ექნებათ
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 11:19


განსაკუთრებული პირობების აქცია მაქრო ქონსთრაქშენისგან იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. სამშენებლო კომპანია საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ბუდაპეშტში" ბინის შეძენის მსურველებს 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით, გადახდის უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს. პირობები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ახალ ბინაში გადასვლა და საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სურს.


აქციის ფარგლებში შესაძლებელია გადახდის სხვადასხვა ვადისა და სქემის არჩევა. მთლიანი ღირებულების ერთიანი დაფარვის შემთხვევაში, კლიენტი 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს ან სურვილის შემთხვევაში, უფასოდ გადაეცემა აივანი ან ავტოსადგომი.


არსებობს მეორე ვარიანტიც - ხუთწლიანი შიდა უპროცენტო განვადება, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შეიძინოს ბინა პირველადი 30%-იანი შენატანით, ხოლო დანარჩენი ღირებულება 5 წლის განმავლობაში ყოველგვარი პროცენტის გარეშე გადაიხადოს.


"მწვანე ბუდაპეშტში" ბინის შეძენის მსურველებს კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი" მესამე ვარიანტსაც სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი წინასწარი შენატანისგან თავისუფლდება.


„0%-იანი პირველადი შენატანი ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სიმართლეა. თქვენ შეგიძლიათ ოცნება რეალობად დღესვე აქციოთ და თანხა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში წლიური 7%-ის დამატებით შემოიტანოთ", - აცხადებენ „მაქრო ქონსთრაქშენში".


მწვანე ბუდაპეშტის 11 700 კვადრატულ მეტრზე გაშენებული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ქალაქის ცენტრში, ფანჯიკიძის ქუჩაზე, გამწვანებულ და ჯანსაღ გარემოში მდებარეობს, მობინადრეებს სთავაზობს ევროსტანდარტის 351 ბინას სრული რემონტით: აბაზანის გარნიტურით, სამზარეულოს ავეჯითა და ჩაშენებული ტექნიკით.


მრავალპროფილიანი ინფრასტრუქტურა, გამწვანებული ზონა, კალათბურთის მოედანი, სკეიტბორდის რამპები, სარბენი ბილიკები, ღია და დახურული ავტოსადგომები და მრავალი სხვა საცხოვრებელი კომპლექსის მთავარი უპირატესობაა.


ქალაქის ცენტრში განლაგებული საცხოვრებელი კომპლექსი გარშემორტყმულია 3 500 კვადრატული მეტრი რეკრეაციული ზონით, რომელიც სიმყუდროვისა და ეკოლოგიური სიჯანსაღის გარანტია.


როგორც „მაქრო ქონსთრაქშენში" აღნიშნავენ, მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და დაგეგმილზე ადრე სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები ბინებში შესახლებას 2016 წლის სექტემბრის ნაცვლად, მაისში შეძლებენ. თუმცა, ღირებულების გადახდის დასრულების შესაძლებლობა 2016 წლის სექტემბრამდე ექნებათ.


გადახდის უპრეცედენტო პირობების კამპანია იანვრის ბოლოს სრულდება. ასე რომ, ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა, გამოიყენოთ რეალური შანსი და დაიწყოთ ახალი ცხოვრება.


https://greenbudapest.ge/


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016