„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საფრთხე რეალურია. მისი თქმით, ეს საფრთხე გაჩნდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა ტრანსგენდერ „მაცაცოს", იგივე გიორგი ტატიშვილის სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვს, არაკოსტიტუციურად იცნოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულება, რომლის თანახმადაც ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.
„საბერძნეთში, უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში რაც მოხდა, სავსებით რეალურია ჩვენთანაც განმეორდეს. მაქვს ინფორმაცია, რომ დასავლეთის ფონდებიდან გამოყოფილია მილიონობით დოლარი, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების კამპანიის მხარდასაჭერად საქართველოში, რომელსაც ქართული გრანტიჭამიები უკვე ითვისებენ. რომ არ მოხდეს ის, რაც თითქმის მთელს ევროპაში მოხდა, მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს მიიღონ გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც საქართველოს კონსტიტყუციაში გაჩნდება ჩანაწერი შემდეგი რედაქციით: ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.
მოვუწოდებ ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს - ნუ გახდება მძევალი გარკვეული ჯგუფებისა, რომლებიც დასავლეთიდან მიღებული ფინანსებით ცდილობენ ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანონ. ჩვენთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ ვინმე ტრანსგენდერ მაცაცოს უკან დგანან ის გრანტიჭამიები, რომლებიც უკვე კარგა ხანია აწარმოებენ ბრძოლას ეროვნული ფასეულობების, ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განუცხადა „რეპორტიორს" მჟავანაძემ.