reportiori.ge - 5 წლის ავღანელი ბიჭუნა ლიონელ მესის შეხვდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:54
მსოფლიო
5 წლის ავღანელი ბიჭუნა ლიონელ მესის შეხვდება
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 13:32


5 წლის ავღანელი მურთაზა აჰმადი ლიონელ მესის ყველაზე პოპულარული ფანია. ბიჭუნა ცნობილი მისი სურათის გამოქვეყნების შემდეგ გახდა, რომელზეც მურთაზას პოლიეთილენის პარკი "ეცვა", ზედ კი ფლომასტერით "მესი" ეწერა.


მსოფლიო რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა პატარა ბიჭუნას, რათა მისთვის ნამდვილი და დამსახურებული მესის მაისური ეჩუქებინა. თუმცა მოვლენები იმაზე უკეთ წარიმართა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.


ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციის თქმით, მათ უკვე მიიღეს წერილი ლიონელ მესისგან, რომელიც ბიჭუნასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. შეხვედრის დროსა და ადგილზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


მურთაზას პოპულარობის შესახებ მისმა ოჯახმა მას შემდეგ შეიტყო, რაც ინტერნეტში გავრცელებულ ბიჭუნას სურათზე მისმა ბიძამ აზიმ აჰმადმა თავის ძმისშვილი ამოიცნო.


მურთაზას მამის თქმით, მას არ ჰქონდა საშუალება ბიჭუნასთვის მესის მაისური ეყიდა, ამის გამო მურთაზასთვის უფროსმა ძმამ პოლიეთილენის პარკისგან ფეხბურთელის მაისური შექმნა.


 


წყარო: goodnews.on.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016