reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: ლარის ახალი ბანკნოტების ბეჭდვა ეროვნულ ბანკს უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ძველის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 02:33
საზოგადოება
გიორგი ქადაგიძე: ლარის ახალი ბანკნოტების ბეჭდვა ეროვნულ ბანკს უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ძველის
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 15:45


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ბანკის საცავში მედიის წარმომადგენლებს ლარის ახალი ბანკნოტები დაათვალიერებინა. ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლარის ახალი ბანკნოტების ბეჭდვა ეროვნულ ბანკს უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ძველი ბანკნოტების:


ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ძველ ბანკნოტებთან ერთად და დროთა განმავლობაში ცვეთასთან ერთად ძველი ბანკნოტები ამოვა მიმოქცევიდან, მას სრულად ჩაანაცვლებს ახალი.

 

ახალი ბანკნოტები არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, როგორც დიზაინით, ასევე ტექნოლოგიურად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასზე დატანილია სუსტი მხედველობის ადამიანებისთვის ამოსაცნობი ნიშნები. ეს პროცესი არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მათი ბეჭდვა ეროვნულ ბანკს უფრო იაფი უჯდება, ვიდრე უჯდებოდა ძველი ნომინალის ბანკნოტების ბეჭდვა.

 


ლარის ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი განახლება, რაც დაკავშირებულია დადებით მოლოდინებთან.


ჩვენი ქვეყანა ევროპული საზომით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის ძალიან ღარიბი ქვეყანა. ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს ღირსეული ცხოვრების პირობები, მაგრამ მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუსურვო მატერიალური კეთილდღეობა. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას დავძლევთ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016