reportiori.ge - თედო ჯაფარიძე: საწყენია, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი „კარდაკარ“ დადის და დეზინფორმაციას ავრცელებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:29
პრეს-დაიჯესტი
თედო ჯაფარიძე: საწყენია, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი „კარდაკარ“ დადის და დეზინფორმაციას ავრცელებს!
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 02:17



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე „კვირის პალიტრასთან" გიგი უგულავასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს ახალარჩეული  პრეზიდენტის  პედრო აგრამუნტის განცხადებას აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი მწვავე პასუხის მიუხედავად, აგრამუნტსა და მას შორის დამოკიდებულება და ურთიერთობა არ დაძაბულა.



ჯაფარიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები ევროპის წარმომადგენლებთან  საქართველოს იმიჯს ლახავს.



„ჩვენ ხელწამოსარტყმელი ბავშვები არ ვართ. ამიტომ ნაჩქარევ და ცალმხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებულ დასკვნებს ასე მარტივად ნურავინ გააკეთებს. კიდევ ერთი რამ: მე პირადად ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოში არ არის სულყოფილი დემოკრატია, ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი ხარვეზი, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული მიზანია დემოკრატიული, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, სამართლიანი სახელმწიფოს აშენება, რომელშიც ინსტიტუტები და კანონები განსაზღვრავენ პოლიტიკურ პროცესებს და არა პიროვნებები. ძალიან საწყენია, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, „კარდაკარ" დადის და საკუთარ ქვეყანაზე დეზინფორმაციას ავრცელებს."




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016