reportiori.ge - ირაკლი ლექვინაძე: დარგული ხეების ასპროცენტიანი გახარება არ არსებობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:36
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: დარგული ხეების ასპროცენტიანი გახარება არ არსებობს
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 14:24



„რატომ არ მოხდა მწვანე ნარგავებით ქალაქის განაშენიანება და რატომ არ დაირგო მილიონი ხე", - ამ შეკითხვებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში პასუხობს:


„მთავარი არის, თბილისში თითოეულმა მცხოვრებმა გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და მხოლოდ ვიღაცაზე არ იყოს დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ბევრი რამის ინიცირება შეიძლება მოდიოდეს ჩვენგან, თუმცა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა იწყება იქიდან, როცა მანქანიდან სიგარეტის ნამწვავს არ ვისვრით, როცა მიწისქვეშა გადასასვლელს არ დავანაგვიანებთ, როცა პარკში ვანდალურ ქმედებას არ ჩავიდენთ და ა.შ.

 

რაც შეეხება გამწვანებას, ამ დროისათვის დაახლოებით 420 000 ხე არის დარგული თბილისის სხვადასხვა უბანში. ეს პროცესი გაზაფხულ-შემოდგომაზე ხორციელდება. ქალაქის ცენტრში ათასობით ხის დარგვა ადგილის სიმწირებიდან გამომდინარე რთულია. ძირითადად თბილისის ზღვის, დენდროპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ირგვება. ამასთანავე, დარგული ხეების ასპროცენტიანი გახარებაც არ არსებობს..." - განაცხადა ლექვინაძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016