reportiori.ge - „GEM-fest 2016“-ის Line-up-ის პირველი ნაწილი ცნობილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:00
საზოგადოება
„GEM-fest 2016“-ის Line-up-ის პირველი ნაწილი ცნობილია
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 15:05



სასტუმრო „Holiday inn"-ში „GEM-fest 2015"-ის შედეგების პრეზენტაცია და ფესტივალის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა შედგა. ცნობილია „GEM-fest 2016"-ის Line-up-ის პირველი ნაწილიც. „GEM - FEST"-ის დამფუძნებლმა გიორგი სიგუამ პრესკონფერენციაზე განაცხადამ, რომ 2016 წელს დაგეგმილი ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და მას მსოფლიოში ცნობილი აფხაზი DJ Julia Govor გახსნის.


ანაკლიაში, 2015 წლის 30 ივლისიდან  7 აგვისტოს ჩათვლით ჩატარებულ, პირველ ქართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, 3 სცენაზე 100-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო დონის არტისტმა დაუკრა. კერძოდ, Armin Van Buuren, Booka Shade, David August, Dubfire, Tale Of Us, SUNNERY JAMES & RYAN MARCIA¬NO, W&W, Whomadewho, Luciano.


ანაკლიაში, ფესტივალის ტერიტორიაზე მოწყობილ 16 ბარსა და 4 რესტორანს, 8 დღის განმავლობაში 20 000-მდე სტუმარი ეწვია. შედეგად, სრულად დაიტვირთა ანაკლიაში არსებული ყველა სასტუმრო. გაქირავდა 5000 ერთეული კერძო სექტორში, ასევე, 1000-ზე მეტი ადგილი გაქირავდა ფესტივალის ტერიტორიაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ კარვების ბანაკში, რაც ჯამში 4000 ადამიანზე იყო გათვლილი.


ორგანიზატორების ინფორმაციით, „GEM-fest"-ის მიზანი - ქვეყნის ცნობადობის ამაღლება და საქართველოს, როგორც გართობის (Clubbing-ის) ცენტრად, ხოლო ანაკლიის, როგორც შავი ზღვის საზაფხულო, ახალგაზრდულ კურორტად ქცევაა.


ცნობისთვის, „GEM Fest" არის მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი, რომელიც მოიცავს ყოველივე იმას, რაც ყველაზე მეტად ბრწყინვალე, გამორჩეული და ღირებულია ახალგაზრდულ კულტურაში, საცეკვაო მუსიკასა თუ სცენურ ტექნოლოგიებში.

 

„სუპერნოვები და მსოფლიო ელექტრონული ესტრადის ახალგაზრდა კაშკაშა ვარსკვლავები, თანამედროვე ხელოვნების თვალსაჩინო აქტივისტები და სულისჩამდგმელები, ქორეოგრაფები, მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, კინემატოგრაფისტები, დიჯეები, ვიდეომხატვრები და სპორტსმენებიც კი. ჩვენ გვაინტერესებს ყველა და ყველაფერი, რაც გარშემომყოფთა აღტაცებასა და შეძახილს - „ბრწყინვალეა!" დაიმსახურებს", - ამბობს გიორგი სიგუა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016