reportiori.ge - „აფბა“ ქართული მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგს იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:36
საზოგადოება
„აფბა“ ქართული მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგს იწყებს
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 15:46



„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" (აფბა) მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისიდან გამომდინარე მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგი დაიწყო.


„აფბა"-მ შეიმუშავა ეკონომიკური ინდექსი, სახელად „ფანასკერტელის ინდექსი", რომელიც  შესაძლებლობას იძლევა, მედიკამენტების ყველაზე მოთხოვნად კონკრეტულ ჯგუფებზე ფასებზე დაკვირვების შედეგად ცნობილი გახდეს, თუ როგორ იცვლება ფასები მედიკამენტების ბაზარზე.


„ფაქტია, რომ ამ სფეროს დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს. სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა მილიონ ნახევარს აჭარბებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა პრაქტიკულად ნახევრისთვის მედიკამენტებზე არსებული ფასები მძიმე ტვირთია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვფლობდეთ რეალურ ინფორმაციას, იზრდება თუ მცირდება ფასები ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე და რა პროცესები და  ფაქტორები იწვევს ამ ცვლილებებს. „ფანასკერტელის ინდექსი" სწორედ ამის საშუალებას იძლევა", - განმარტავენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.


ორგანიზაციის მიერ შესწავლის ფინალურ ფაზაშია ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი 200 დასახელების მედიკამენტი, რომლის საფუძველზეც დაიანგარიშება ინდექსი. „აფბა" აცხადებს, რომ რამდენიმე  მნიშვნელოვანი დეტალის დაზუსტების შემდეგ „ფანასკერტელის ინდექსის" ციფრობრივ და პროცენტულ გამოხატულებას უახლოეს მომავალში წარმოადგენს. „ფანასკერტელის ინდექსი"  ყოველთვიურ რეჟიმში განახლდება.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016