reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: მწვავე მოლაპარაკება იქნება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:22
პრეს-დაიჯესტი
ალექსანდრე ქანთარია: მწვავე მოლაპარაკება იქნება!
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 17:05



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „კვირის ქრონიკასთან" საუბრისას კომენტარს აკეთებს მის განცხადებაზე, სადაც მან მიხეილ ჯანელიძე ნიჭიერ ახალგაზრდად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ მას საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია იმისთვის, რომ შეხვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.


„ამ ყველაფერს უფრო გაუგებრობას მივაწერ, მე გამოვთქვი ჩემი აზრი.  აქცენტი გავაკეთე ჯანელიძის გამოცდილებაზე და საკითხის მომზადებაზე. მიმაჩნია, რომ თუ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან  საქმე გვაქვს მოწინააღმდეგესთან.  საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამდენად, ეს მწვავე მოლაპარაკება იქნება. ზოგს თუ მიაჩნია, რომ ლავროვი ნაკლებად გამოცდილი დიპლომატია, ან  მასთან საუბარი მარტივია, ეს მისი აზრია, მე სხვაგვარად  ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ სერიოზული მომზადებაა საჭირო და აუცილებელია გამოცდილი დიპლომატის გაგზავნა. ეს იყო და ეს, ჯანელიძესთან პრეტენზია არ მაქვს. მიმაჩნია, რომ ის კომპეტენტური, უნარიანი და ნიჭიერი ახალგაზრდაა.  ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი მაღალი დონის დიპლომატი იქნება მომავალში", - ამბობს ქანთარია.

 

 

 

მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016