ტელეკომპანია „მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელის გია გაჩეჩილაძის განცხადებით „მაესტრო" ძალიან მალე ახალი ფორმტით და ახალი პროექტებით დაბრუნდება სატელევიზიო სივრცეში.
„ტელევიზიის გენერალური დირექტორობის კანდიდატებზე საუბარი იყო. თუმცა, გადაწყვეტილი არაფერი არ არის. არ შეიძლება გადაწყვეტილებების მიღება დაპირისპირებებით მოხდეს. გადაცემები ზოგი შეიძლება დარჩეს, ზოგი კი, შეიცვალოს. მაესტროს ყველა თანამშრომლის მიმართ კეთილგანწყობა მაქვს. ჟურნალისტები მუშაობას გააგრძელებენ. ახალი პროექტი, რომელიც მოფიქრებული მაქვს, ყველამ ერთად უნდა ავწიოთ." - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ 2030-ში საუბრისას.
„არასოდეს არცერთ ჟურნალისტს არ უთქვამს, რომ მე ვინმეს საქმიანობაში და სარედაქციო პოლიტიკაში ჩავერიე. ეს ასე გაგრძელდება. მინდა, რომ არხი გემოვნებიანი იყოს. 90-იანი წლების ტელევიზიები რაღაცნაირად დაბერდა და მაყურებელს ახალი ფორმატის ტელევიზია სჭირდება. უკვე ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. ვინც მოისმინა, ყველა აღფრთოვანდა და დაფინანსებაზე ამიტომ წამოვიდნენ. როგორ ტელევიზიას შევქმნი, საზოგადოება მალე დაინახავს, რაც ყველა კითხვას მოხსნის." - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.