reportiori.ge - გია გაჩეჩილაძე: გაჭირვების დროს „მაესტროს“ პატარკაციშვილის ოჯახი და ბიძინა ივანიშვილი დახმარებია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 18:58
საზოგადოება
გია გაჩეჩილაძე: გაჭირვების დროს „მაესტროს“ პატარკაციშვილის ოჯახი და ბიძინა ივანიშვილი დახმარებია
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 00:09



ტელეკომპანია „მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელის გია გაჩეჩილაძის განცხადებით ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი კოტე გოგელია დიდი ხნის განავლობაში საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციაზე არ გამოდიოდა, ხოლო მამუკა ღლონტის პოზიცია ამ დრომდე უცნობია.


„მაკა ასათიანი და კოტე გოგელია კომუნიკაციაზე არ მოდიოდნენ. ღლონტის პოზიცია როგორია, არ ვიცი. ბაია გადაბაძესთან კომუნიკაცია მქონდა და მიკვირს, ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებს. პატარკაციშვილების ოჯახს მაესტროში არანაირი ინტერესი არ აქვს. მათ უნდათ, რომ ამ ტელევიზიამ ძველი სახელი დაიბრუნოს. მაესტრომ, რომელიც მართალ სიტყვასთან ასოცირდებოდა, რეიტინგი დაკარგა. ამათ არ უნდათ, მაესტრო კარგი ტელევიზია იყოს, თორემ კარგ ჟურნალისტებს რომ უშვებ, რომლებსაც არხისთვის რეიტინგი და შემოსავალი მოაქვთ, ეს რატომ უნდა გააკეთო?!" - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ 2030-თან საუბარში და აღნიშნა, რომ აუცილებელია ტელეკომპანიაში აუდიტი  შევიდეს.



„დოკუმენტების მიხედვით, მაესტროში თანხა მხოლოდ კოტე გოგელიას აქვს ჩადებული. არადა, გაჭირვების დროს მაესტროს დახმარებია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ - მე და ჩემი ძმა და სხვები. ტელევიზიაში აუდიტით უნდა შევიდეთ და დავითვალოთ, ეს თანხები სად მიდიოდა. კოტე გოგელიას გარდა, მაესტროს ყველა დამფუძნებლისთვის გაუგებარი სიტუაციაა. დამფუძნებელთა კრება 5 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა." - აცხადებს გაჩეჩილაძე.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016