reportiori.ge - იმედა დვალიძე: ჩვენი საქმე პრეცედენტულია და ჩვენ გავიმარჯვებთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:37
სამართალი
იმედა დვალიძე: ჩვენი საქმე პრეცედენტულია და ჩვენ გავიმარჯვებთ!
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 22:35



ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო საქმის მოწინააღმდეგე მხარეები - ფოთის საზღვაო ნავსადგური და წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის სოსო დოლიძის კუთვნილი კომპანია „ტრანსფორდი" უპირობოდ წააგებენ.


ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ საკუთარი განცხადებით დაადასტურა დავის წაგებასთან შეგუება. ეს კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მათ, გარდა მოსამართლის დაშანტაჟებისა, სხვა ბერკეტი და არგუმენტი არ დარჩათ.


ათობით განცხადება, საჩივარი პროკურატურაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, როგორმე ეიძულებინათ მოსამართლე მათთვის სასარგებლო  გადაწყვეტილება მიეღო და გაეთეთრებინა მათ მიერ წინა ხელისუფლების დახმარებით  მითვისებული ბიზნესი.მათ კიდევ ერთხელ ამხილეს საკუთარი თავი და ზრახვები.


არადა, ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან  საქმეში არსებული დოკუმენტით დასტურდება, რომ საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტა უკანონოდ, გამოგონილი მიზეზით მოხდა. კერძოდ საუბარია ნავსადგურში არსებული ამწეების ტექნიკური მდგომარეობის, მათი შემდგომი ექსპლოატაციის შესაძლებლობისა და სარემონტო სამუშაოების დადგენის თაობაზე შექმნილ საექსპერტო დასკვნაზე, რომლის სიყალბე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე დასრულებული გამოძიებით დადგინდა.


ადვოკატის შეფასებით, როცა მოწინააღმდეგე მხარეების არგუმენტები ყალბ დასკვნას ეფუძნება, ისინი დამარცხებისთვის არიან განწირულნი. სააკაშვილის ოჯახის მეგობარ დოლიძეს გამარჯვების არანაირი შანსი ისევე არა აქვს, როგორც მისი და მისი პარტნიორების ცდებს, დაიკანონონ წინა რეჟიმის დროს უკანონოდ მითვისებული ქონება.


ჩვენი საქმე პრეცედენტულია და ჩვენი გამარჯვებით სხვა დაზარალებულ ბიზნესმენებსაც მიეცემათ სამართლიანობის აღდგენისა და სამართლებრივი გზით ზიანის ანაზღაურებისა და საკუთარი ქონებების დაბრუნების იმედი


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016