reportiori.ge - ბიმურზა დადეშქელიანი: მოვითხოვ ამ დანაშაულის ჩამდენთა გასამართლებას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:36
საზოგადოება
ბიმურზა დადეშქელიანი: მოვითხოვ ამ დანაშაულის ჩამდენთა გასამართლებას!
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 21:38

 

 

საქართველოს ეროვნული ფრონტის თავმჯდომარე ბიმურზა დადეშქელიანი 1992 წლის გადატრიალებებსა და მშვიდობიან მანიფესტაციებს შეწირულ  გმირებს იხსნებს:



„მოვითხოვ ამ დანაშაულის ჩამდენთა გასამართლებას :

-1992 წ. 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან, 7 იანვარს დელისის მეტროსთან, 2 თებერვალს ცირკთან, დახვრიტეს გიზო ხატიაშვილი (დელისთან), გივი რეხვიაშვილი, ლევან თაქთაქიშვილი, ბაადურ მჭედლიშვილი (დიდუბის მეტროსთან), 15 წლის ზურაბ ჯავახიშვილი, 20 წლის მედროშე მამუკა ტერიშვილი, 17წლის ზურაბ დიდებაშვილი, ალიკო დავრაშვილი, გურამ დოლიძე, გერონტი ლიპარტელიანი, იური ტალახაძე, იმედო ჭანტურიძე, ტარიელ ხერკელაძე, მიხეილ ფოლადაშვილი, ტრისტან ცერაძე...

 

სხვა მრავალი წალენჯიხაში ზუგდიდში, სენაკში... პატრიოტი იქნა დახვრეტილი რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ... სამეგრელოში ამ პროცესებში რუსული სამხედრო ტექნიკის გარდა მონაწილეობდა რუსული სამხედრო შენაერთები (ბალტინი, ძერჟინსკის დივიზია...)

 

რუსეთს სწრაფად უნდა გადაეწყვიტა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი, ამიტომ ჩქარობდნენ მათი ემისრები- ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი, ედუარდ შევარდნაძე, გია ყარყარაშვილი...

 

წესრიგის დამყარებას საქართველოში...

24 ოქტომბერს ქალაქ ხობის დაცვის დროს ტყვედ ჩავარდა მებრძოლი (ჩხოროწყუს რ-ის, სოფელ სარაკონის მცხოვრები), რომელსაც შევარდნაძის ბანდიტებმა ცულით მოჰკვეთეს კიდურები და თავი.27 ოქტომბერს ქალაქ ხობში საკუთარ სახლში დახვრიტეს ექიმი ეზოპე სიჭინავა. იმავე დღეს მხატვარ ვახტანგ ნოდიას მოკვეთეს მარჯვენა ხელი, შემდეგ კი თავი.7 ნოემბერს ქალაქ ზუგდიდში ტყვედ ჩავარდა ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი რაზმის მეთაური თენგიზ ბულია (თბილისის ტელევიზიით გამოაცხადეს რომ იგი თავად ჩაბარდა ტყვედ), რომელიც მოკლეს შემზარავი წამებით: მოკვეთეს თითები, შემდეგ ამოჭრეს გული.ინგურის ქაღალდდამამზადებელი კომბინატის ეზოში დახვრიტეს მებრძოლი ზვიად ლელაძე და 3 დღის განმავლობაში მშობლებს არ აძლევდნენ მიცვალებულს.ქალაქ ხობში მხეცურად გაუსწორდნენ ეროვნული გვარდიის ტყვედ ჩავარდნილ მეომრებს. აქედან სამი ცოცხლად იქნა დამარხული, დაჭრილი ბესიკ იორამაშვილი დახვრიტეს საავადმყოფოში ექიმების თვალწინ. დაჭრილი ხვთისო მათურელი მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში...

2013 წლის 2 თებერვალი...

 

 

 


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016