reportiori.ge - ვასილ მაღლაფერიძე: ერთსქესიანთა ქორწინება ქვეყნის დღის წესრიგი ვერ გახდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:03
საზოგადოება
ვასილ მაღლაფერიძე: ერთსქესიანთა ქორწინება ქვეყნის დღის წესრიგი ვერ გახდება!
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 04:13



პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქპრწინების შესაძლო დაკანონებას უპერსპექტივოდ მიიჩნევს. მაღლაფერიძის თქმით "ერთსქესიანთა შორის ქორწინების თემა ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად ვერ იქცევა"



 ერთი სქესის ადამიანთა შორის ქორწინების თემა დღეს ყველაზე აქტუალური თემა, ჯერჯერობით, ნამდვილად არ არის. მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე განჭვრეტად მომავალში საქართველოში ასეთი კანონის მიღების პერსპექტივა ნულის ტოლია.

 

არც იმის რაიმე ნიშანი ჩანს, რომ რომელიმე რამდენადმე მაინც რეიტინგული პოლიტიკური ძალა აპირებდეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნას და ამ მოთხოვნის საარჩევნო დაპირების პაკეტში შეტანას.

 

ამ საკითხის როგორც მომხრე, ისე- მოწინააღმდეგე უკიდურესად რადიკალურმა ჯგუფებმა შეიძლება სცადონ კიდეც თემის გამწვავება, თუმცა, ეს დარჩება მხოლოდ მათ შორის მიმდინარე დისკუსიად, რომლის მშვიდობიანი ფორმით წარმართვის სრული უფლება აქვთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი თემა ჩვენი საზოგადოების უკიდურეს პოლარიზებას იწვევს ხოლმე, ყველაფრიდან ჩანს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მტკიცე კონსენსუსს მიაღწია და ერთსქესიანთა შორის ქორწინების თემა ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად ვერ იქცევა, - აღნიშნა „გურია ნიუსთან" საუბრისას ვასილ მაღლაფერიძემ.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016