reportiori.ge - მამუკა არეშიძე: კვირიკაშვილმა საზოგადოებისთვის მისაღები ნაბიჯები გადადგა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:33
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: კვირიკაშვილმა საზოგადოებისთვის მისაღები ნაბიჯები გადადგა!
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 10:39


კავკასიის საკითხეში ექსპერტი მამუკა არეშიძე  „კვირის ქრონიკასთან" პრემიერ-მინისტრზე საუბრობს და ამბობს, რომ საარჩევნო სიაში პირველ ნომრად გიორგი კვირიკაშვილის გარდა სხვა ალტერნატივა არ არის.



„ლოგიკურია, რომ გიორგი კვირიკაშვილი  პარტიის თავჯდომარე გახდა და შესაბამისად, ის იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი. კვირიკაშვილმა  საზოგადოებისთვის მისაღები ნაბიჯები გადადგა, რამაც მოწონება დაიმსახურა. მას დინჯი და გაწონასწორებული საუბარი აქვს. შესაძლოა, ვიღაცისთვის უმნიშვნელოა პრეზიდენტის მიერ უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა და პრემიერის იქ დასწრება, მაგრამ როცა საზოგადოება ხედავს , რომ მთავრობა კონსოლიდირებულია, ბევრად დაცულად გრძნობს თავს. პრემიერ-მინისტრმა უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საზოგადოებრივი სიმშვიდე შეინარჩუნოს, დაუძახოს დამოუკიდებელ ეკონომიკურ ექსპერტებს და გააკეთოს რეფორმა ამ კუთხით, რათა ადამიანებს შეუმსუბუქონ ტვირთი, რაც მეტწილად განაპირობა ლარის დევალვაციამ. ზოგადად გეტყვით, რომ  კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მოახერხა ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მის მიმართ პოზიტიურად განეწყო. ბუდაპეშტში ნატო-ს ოფოსში გახლდით და იქ ვიგრძენი კვირიკაშვილისადმი კეთილგანწყობა. ხელისუფლების  სასტარტო მდგომარეობისთვის თავისთავად კარგია, საჭიროა შენარჩუნებული იყოს სტაბილურობა და გაიზარდოს ხალხის ნდობა, ამისთვის ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. რაც შეეხება საარჩევნო სიაში პირველობას, კვირიკაშვილის გარდა სხვა ალტერნატივა არ ჩანს, მით უფრო მაშინ,  როცა ივანიშვილმა სასტიკი უარი თქვა, ღიად ჩართულიყო პოლიტიკაში. ამას ვვარაუდობდი და დამტკიცდა კიდეც, რომ კვირიკაშვილი იქნება სიის პირველი ნომერი", - ამბობს მამუკა არეშიძე.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016