reportiori.ge - სერგო ვარდოსანიძე: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა მხოლოდ კანონით ვერ გადაწყდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:50
საზოგადოება
სერგო ვარდოსანიძე: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა მხოლოდ კანონით ვერ გადაწყდება
03 თებერვალი, 2016. 13:40



ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე რელიგიური გრძნონების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე „რეპორტიორთან" საუბრობს და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ეკლესიისა თუ სასულიერო პირების შეურაცხყოფა.  მაგრამ ეს საკითხი კანონმდებლობით როგორ შეიძლება დარეგულირდეს, ამაზე ძალიან სერიოზული მსჯელობაა საჭირო.


„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ზუსტად რა ითვლება, ჯერ ეგ უნდა დავადგინოთ. ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, რას სახით შეიძლება იყოს მიღებული ესა თუ ისე კანონპროექტი. ნებისმიერი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა,  მიუღებელია. უპირველეს ყოვლისა, თვითონ საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ მარტო კანონით ეს ვერ გადაწყდება, ამას სერიოზული შინაგანი კულტურა სჭირდება. თითოეულმა ადამიანმა - ჟურნალისტი იქნება, პოლიტოლოგი, თეოლოგად მონათლული ზოგიერთი ექსპერტი თუ  სხვა, შინაგანი ცენზურა უნდა დაიცვას, როდესაც ასეთ თემებზე აკეთებს აქცენტს. მაგალითად, ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლასთან დაკავშირებით ხშირად წამიკითხავს ძალიან ცუდი წერილები. ეს არ არის იმ ათასობით და მილიონობით ადამიანის რელიგიური გრძნობების, მათთვის წმიდათაწმიდას შეურაცხყოფა? - რა თქმა უნდა, არის. როდესაც უწმნიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს ილია II-ს საჯაროდ აყენებენ შეურაცხყოფას, თუნდაც სხვა, ნებისმიერ სასულიერო პირს და ა.შ.  რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ  რანაირად შეიძლება, ეს საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცეს, ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. კიდევ ვიმეორებ, თვითონ საზოგადოება  უნდა დაფიქრდეს შედეგებზე, რა მოჰყვება თითოეულ ასეთ ქმედებას", -განაცხადა ვარდოსანიძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016