reportiori.ge - იმედა კახიანი: ნებისმიერი შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:58
საზოგადოება
იმედა კახიანი: ნებისმიერი შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს
03 თებერვალი, 2016. 15:42


მსახიობი იმედა კახიანი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, კრიტიკა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა ზღვარგადასული კრიტიკა, შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს.



„სხვა საკითხია, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ზუსტად რა იგულისხმება, თუმცა, კონკრეტულად, რომელიმე სასულიერო პირისა თუ ნებისმიერი რელიგიის შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, დასჯადი უნდა იყოს.  მე რომ ვინმემ შეურაცხყოფა მომაყენოს, ამაზეც უნდა აგოს პასუხი,  ანუ რა მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევაში სასულიერო პირი იქნება თუ საერო, სამოქალაქო. თუ კონკრეტული  შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდება,  ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოთ. ამ შემთხვევაში კრიტიკას არ ვგულისხმობ,  და არ ვამბობ, რომ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ვინმეს უნდა აეკრძალოს, მაგრამ თუ ეს შეურაცხყოფაში გადადის, უკვე სხვა საკითხია. სამოქალაქო პირი რომ შეურაცხყო, ის არ უნდა დაისაჯოს? ასევე უნდა იყოს სასულიერო პირების შეურაცხყოფაზეც. ადამიანს შეუძლია აკრიტიკოს რამდენიც უნდა, კრიტიკას ვერავის აუკრძლავ, თუმცა ზომიერების ფარგლებში და იმ ზღვარს არ გადავიდეს, საიდანაც უკვე შეურაცხყოფა იწყება", - აღნიშნავს იმედა კახიანი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016