reportiori.ge - სოსო რობაქიძე: ბუტას სასამართლოს აღარ ვესწრები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:48
სამართალი
სოსო რობაქიძე: ბუტას სასამართლოს აღარ ვესწრები!
04 თებერვალი, 2016. 13:30


„ბუტას სასამართლო პროცესს აღარ ვესწრები. მოსამართლეები ამბობენ, მურუსიძეები ვართ ყველაო. თუ მურუსიძეები არიან ყველანი, მაშინ რა აზრი აქვს სხდომებზე ჩემს დასწრებას",- აცხადებს „რეპორტიორთან" საუბრისას ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე. მისი თქმით, ის, რომ ლევან მურუსიძე, ევა გოცირიძე და სხვები დღეს მოსამართლეები არიან, „ქართული ოცნების" „დამსახურებაა".  რობაქიძე არ გამორიცხავს, საზოგადოებაში ამან საპროტესტო ტალღა ააგოროს.


„როგორც მე ვიცი, კოპალიანს, ბუტას მოსამართლეს, ახლაც უნდა მოსამართლეობა. ის აფრასიძეების საქმეზეც მოსამართლე იყო, და ორივე შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ახლაც სურს, დაამტკიცონ 10 წლით მოსამართლედ. თუ ასეთი ხალხი უნდათ მოსამართლეებად და დასვამენ, მაშინ იმ ტოტს მოჭრიან, რაზეც სხედან. საქართველოში ძალიან მალე დიდი საპროტესტო ტალღა აგორდება. დამნაშავე მოსამართლეებს სააკაშვილ-ადეიშვილის მიერ მოწყობილ გენოციდში აქვთ მონაწილეობა მიღებული და თუ ასეთ სასამართლოს ტოვებენ, მაშინ გამოვა, რომ თავი და თავი სააკაშვილი არ ყოფილა ამ უბედურების. თავი და თავი ის ხალხი ყოფილა, ვინც მაშინ სააკაშვილს ეხმარებოდა", - განაცხადა რობაქიძემ.


რაც შეეხება მანანა კობახიძის მოწოდებას მოსამართლეებისადმი, აღიარონ „ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი ზეწოლის ფაქტები პროკურატურის მხრიდან და ეპატიებათ, რობაქიძის თქმით, ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არაა.


„თუ მოსამართლეებმა აღიარეს ზეწოლის ფაქტები, მაშინ არც მანანა კობახიძეს და არც არავის არ ეკითხება, აპატიოს ეს მოსამართლეებს თუ არა.  ჩემი აზრით, ისინი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. ზოგადად მიმაჩნია, რომ არ მგონია, რაც ხდებოდა იმ პერიოდში, საპატიებელი იყოს", - განაცხადა რობაქიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016