reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: უნდა დაკონკრეტდეს, რას გულისხმობს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:45
საზოგადოება
ალექსანდრე ქანთარია: უნდა დაკონკრეტდეს, რას გულისხმობს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა…
04 თებერვალი, 2016. 19:18


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე  ქანთარია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ იდეაში ბევრი რამე დასახვეწია.  პარლამენტარი  ასეთი ფორმით ამ კანონპროექტის მიღებას სწორად არ მიიჩნევს.


„ზოგადად კანონპროექტში აუცილებლად უნდა დაკონკრეტდეს, რას გულისხმობს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს არის სიძულვილი ენით საუბარი? კონკრეტული გამოხატვის უფლება? თუ რა იგულისხმება  მასში? რამდენადაც ვიცი, ამ საკითხზე ადამიანთა უფლებათა კომიტეტში მუშაობა მიმდინარეობს, იურიდიულ კომიტეტშიც გაგრძელდება და ალბათ, უფრო კონკრეტულ დასკვნამდე  მივალთ. აზრსა და იდეაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ უნდა შეწყდეს ამგვარი მიმართვები და ასეთი შეურაცხმყოფელი გამოთქმები ამა თუ იმ სასულიერო პირისა თუ თვითონ რელიგიური მიმდინარეობის მიმართ. კიდევ ვიმეორებ, ეს საკითხი უფრო კონკრეტულ დასაბუთებას საჭიროებს, ეს საკმაოდ მძაფრი თემაა და უფრო მეტ დახვეწას ითხოვს", - აცხადებს ქანთარია.



 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016