მანჩო გიორგობიანსა და ყოფილი პოლიციელის, ლევან გვაზავას მეუღლეს, ნინო ორდენიძეს შორის გადაცემაში „პრიორიტეტი" დაპირისპირება მოხდა.
„სხვისი შვილები რომ დახოცეს მაშინ სად იყავი? ძალიან მაინტერესებს."- მიმართა გიორგობინმა ორდენიძეს, რასაც ორდენიძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
„ლევან გვაზაცვა, ჩემი მეუღლე არის კაცი, რომელსაც მთელი საქართველო პატივს სცემს. რა შუაშია აქ ირაკლი ფირცხალავა და „სამართალდამცველთა დაცვის ლიგა." სანამ ლევანზე ხმას ამოიღებ ენა გამოივლე."- მიმართა ორდენიძემ გიორგობიანს.
გადაცემის მთავარი თემა გოგი თოფაძის გუშინდელი განცხადება იყო, სადაც თოფაძემ პრეზიდენტს მისი ძველი წერილი შეახსენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა.
ნინო ორდენიძე მიიჩნევს, რომ თოფაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას, რასაც მანჩო გიორგობიანის ბრალდებები მოჰყვა და ის დაპირისპირებაში გადაიზარდა.