„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ბაკურ ბაკურაძე ტელეკომპანია „მაესტროში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ „მაესტრო" გია გაჩეჩილაძეს „სამარცხვინო" ხერხებით ებრძვის.
„ხმა არ ამომიღია დღეს „მაესტროს" ამბებზე. თავად უნდა გაარკვიონ-თქო, ვფიქრობდი, თუმცა, რაც „მაესტრომ" იკადრა, ამას ჟურნალისტიკა არ ჰქვია. ეს არის მიშა სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის წარჩინებული მოწაფეობა!
ამაზრზენია!
გამოდის, რომ ყველაფერზე ხელის მომწერები ხართ, ვინც ეს გააკეთა?
სამარცხვინოა!
„საკანი N5"-ის პროდიუსერი, კარგად მახსოვს, რომ სწორედ ბაია იყო!!!" - წერს ბაკურაძე.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „მაესტრო" ავრცელებს „საკანი N5"-ის ვიდეომასალას, სადაც, როგორც თავად აცხადებენ, გია გაჩეჩილაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა