გთავაზობთ ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას facebook-პოსტს:
„ეს დღეები ძალიან ცუდად ვიყავი და არ შემოვსულვარ სოციალურ ქსელში, ნერვიულობას ვერიდებოდი, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილმა ბევრი რამე შევაფასე და გადავაფასე, რასაც მივხვდი,, ისაა, რომ ჩვენ ქართველებს ერთმანეთი გვძულს და ვთამაშობთ სიყვარულობანას. როგორი კეთილები ვართ, როგორი დამთმობები, როგორი მიმტევებლები, ხმამაღლა ვიწონებთ თავს და როცა საქმე საქმეზე მიდგება, გვავიწყდება, როგორები ვართ და თვალებს ვთხრით ერთმანეთს. აღარ დამთავრდა ეს ნაცობა და ქოცობა, აღარ დამთავრდა ის 9 წელი და ეს ოთხი წელი, აღარ დამთავრდა - შენზე უკეთესი მე ვარ და მე უნდა ვიყო ამ ქვეყანაში და შენ უნდა წაეთრიოო. არცერთი მხარე არ ვაკლებთ ერთმანეთს და ამასობაში გადის დრო - დრო ულმობელი, რომელიც ისე მთავრდება, ხშირად მონანიებასაც ვერ ვასწრებთ, მე საკუთარ თავზე ვსაუბრობ, შევსულვარ პოლემიკაში, მოუყენებიათ შეურაცხოფა, არც მე დამიკლია, მერე არც მათ და ასე გრძელდება დღემდე! ხომ შეიძლება დავამთავროთ ეს მარაზმი, გავუწოდოთ ხელი ერთმანეთს და თუ ვერ შევიყვარებთ, სიძულვილის ენით მაინც არ ვისაუბროთ! აი, მე პირველი გიწვდით ხელს ყველას, ვისთვისაც შეურაცხყოფა არ შემირჩენია, თავად მიკადრებია უკადრებელიც, მომითხოვია ვინმეს დასჯა, არ გამომიძიებია, ეკუთვნოდა იმ ადამიანს ეს თუ არა! მე ყველას, ჩემს მტრებს გიხდით ბოდიშს და დავიწყოთ ერთად ქვეყნის შენება! იქნებ შევძლოთ, თუ ეს ვერ შევძელით, ჩვენ ვერასდროს ვერ შევდგებით როგორც ცივილიზებული ქვეყანა! მე მაპატიეთ, თუ ხშირად ზღვარს გადავსულვარ! თქვენ ყველანი ჩემზე კარგები ხართ, მე შევძლებ თქვენთან საერთო ენის გამონახვას! დავდგები საკუთარ სიძულვილზე მაღლა! იქნებ შევძლოთ, საკუთარ თავებს შევხედოთ გარედან და მივხვდებით, რასაც ვაშავებთ თითეული ჩვენგანი!" - წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.