reportiori.ge - ჯანსუღ ჩარკვიანის სადღეგრძელო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულად მოეწონა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:39
პრეს-დაიჯესტი
ჯანსუღ ჩარკვიანის სადღეგრძელო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულად მოეწონა
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 02:09


"თუ კეთილშობილი ადამიანი ხარ და იუმორიც გაქვს, სუფრასთან ყველასთვის სასურველი ხდები! ბიძინა ივანიშვილი ძალიან საინტერესო პიროვნებაა, რომელმაც ადამიანების ფასი იცის! ის არასოდეს არავის ლანძღავს..." - ამბობს ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც ქართული სუფრის შესახებ გვესაუბრა.



- მამაჩემი გამორჩეული თამადა გახლდათ და ამას მის თაობაში ყველა აღიარებდა! ყოველთვის სთხოვდნენ, სუფრის ხელმძღვანელი ყოფილიყო. მისგან ყველაზე მეტად, ერთი გამონათქვამი ჩამრჩა გონებაში: - ჩემო ჯანსუღ, შენ ხშირად თამადობ და ხალხს არ დააძალო ღვინის სმა, ვისაც რამდენი უნდა, იმდენი დალიოსო... მამის დარიგება იმდენად ავიტაცე, რომ ვამბობდი: ვისაც შეუძლია, სამი ბოთლი დალიოს და ერთს დალევს, იმის დედა ვატირე და ვინაც სამი ბოთლი დალიოს, მისი დედა ორჯერ ვატირე-მეთქი... ახლა ვხედავ, ჩვენი ახალგაზრდების სუფრა ხშირად, ჩხუბითა და აყალმაყალით მთავრდება, ადრე კი ქართული სუფრა სიყვარულის ადგილი იყო! მართალია, ხშირად მიხდებოდა თამადობა, მაგრამ არასოდეს მქონია სურვილი, უცნობ ხალხში გავძღოლოდი სუფრას! ერთხელ რესტორანში ვიყავით. ოცდაათკაციანი სუფრა გაშალეს და მითხრეს, შენ უნდა იყო თამადაო. უარი ვთქვი. ერთი ბიჭი იყო, რომელსაც თამადობა უყვარდა და ის ავირჩიეთ... ორი-სამი სადღეგრძელოს შემდეგ მომადგა და სუფრის ერთ-ერთ წევრზე მეკითხება: ბატონო ჯანსუღ, ხომ არ იცით, იმ კაცს რა ჰქვია? უნდა ვადღეგრძელოო! ვუპასუხე, - არ ვიცი-მეთქი. გავიდა ცოტა ხანი და ახლა სუფრის სხვა წევრის ვინაობა მკითხა. გავბრაზდი და ვუყვირე, - ბიჭო, მაგათი სახელები რომ მცოდნოდა, შენ აქ თამადად ვინ აგირჩევდა-მეთქი?!. უცილებლად უნდა იცნობდე სუფრის წევრებს და იცოდე, ვინ ვისი შვილია, რა ტომის კაცია, როგორი ოჯახი აქვს, რას წარმოადგენს თავად, რა პროფესიას ემსახურება და ასე შემდეგ... ასევე, არასოდეს მიყვარდა ორასკაციან სუფრებზე თამადობა. ახლობლებში - კი, ბატონო, სადაც მაქსიმუმ, 40 სტუმარი თუ იქნებოდა. არ ჩამოვთვლი, მაგრამ ვიცი თამადები, რომლებიც ამ საქმეში ფულს იღებდნენ და უზარმაზარ სუფრებს დაწერილი სადღეგრძელოებით თამადობდნენ. სიებიც ჩამოწერილი ჰქონდათ, ვინ როდის უნდა ედღეგრძელებინათ და ეგეთ თამადობას რა ფასი აქვს?! უნდა იცოდე, მეგობრობის სადღეგრძელო სად უნდა თქვა და წასულების - სად. ხშირად უნდა აღნიშნო, რომ ღმერთი სიყვარულია...


- ახლობლების გარემოცვაში, ახლაც აგრძელებთ თამადობას?

- ახლა ჩემი სამეგობრო ძალიან შეთხელდა... ერთხელ, წასულების შესანდობარი ვთქვი, რომელიც ძალიან აიტაცეს და ახლა ყველგან ამბობენ: "ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ჩვენთან იყო და სიცოცხლეს გვიადვილებდა, ჩვენგან წავიდა და სიკვდილს გვიადვილებს!" ჩემს გარდაცვლილ მეგობრებს მივუძღვენი. ძალიან საინტერესო თამადები გვყავდა: ირაკლი აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ ფანჯიკიძე... მიხაროდა მათი თამადობა, იმხელა სიყვარულს აფრქვევდნენ... ისინი საქართველოს სადღეგრძელოს განსაკუთრებულად წარმოთქვამდნენ. მათ სიტყვებში ჩანდა საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს როგორ ხედავდნენ. კაცს, რომელმაც "სამი დროს" ფასი

არ იცის, ვერაფერს მოსთხოვ! განსაკუთრებულად მიხაროდა, როცა ასეთ კარგ თამადებს სურდათ, მე გავძღოლოდი სუფრას. ახლა გამახსენდა: ერთ კაცს ვიცნობდი, რომელიც, თუ სუფრის თამადად არ ავირჩევდით, სუფრიდან იპარებოდა.


- როგორ ახერხებდით, რომ იმ სუფრაზე, რომლის თამადაც იყავით, ჩხუბი არ ყოფილიყო?

- ამას დიდი რეგულირება არ სჭირდებოდა. კიდევ ვიმეორებ, რომ ადრე სუფრა სიყვარულის ადგილი იყო! იმდენად უხაროდათ ერთმანეთის დანახვა, ჩხუბისთვის არავის ეცალა. თუ ვინმე მძიმე ხასიათის პიროვნება იყო, მას სუფრასთან აღარ მივიწვევდით.


- საზღვარგარეთ გითამადიათ?

- დიახ! ამერიკაში, იტალიაში... სიცილიაზე რომ ვიყავი თამადა, გან­სა­კუთრებულად ვადღეგრძელე იტალია, შემდეგ ცალკე სიცილია ვადღეგრძელე, თავისი წარსულით და გაოცებულები მიყურებდნენ. იქ სადღეგრძელოებით არავინ იწუხებს თავს. ამბობენ მხოლოდ, - "გაგვიმარჯოს" და "კარგად ვიყოთ"... უცხოელებს ვუჩვენეთ, რა არის ქართული სუფრა და ქართული სიყვარული! ... 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016