reportiori.ge - სახალხო დამცველი შიდა ქართლელი ჟურნალისტების საქმეზე მთავარ პროკურატურას მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:32
მედია
სახალხო დამცველი შიდა ქართლელი ჟურნალისტების საქმეზე მთავარ პროკურატურას მიმართავს
20 ნოემბერი, 2013. 18:24

სახალხო დამცველმა უცა ნანუაშვილმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას, გამოიძიოს ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის მიმართ კასპის საკრებულოს თანამშრომლების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი.


შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა სახალხო დამცველს მიაწოდა ახსნა-განმარტება და ვიდეომასალა, რომლის თანახმად, 2013 წლის 15 ნოემბერს კასპის საკრებულოს სხდომაზე Qartli.ge- ჟურნალისტები არ დაუშვეს. მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა რატი თათხაშვილმა და დაცვის პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადა ჟურნალისტების შენობიდან გაძევება. საბა წიწიკაშვილის განმარტებით, მას არ მისცეს შენობაში გადაადგილების, შემდეგ კი სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დაუშვებელია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. ამავე კოდექსის 154-ე მუხლით, დასჯადია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ან/და რაიმე ფორმით მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016