reportiori.ge - ზვიად ტომარაძე: მე თავად არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შემეზღუდება სიტყვის თავისუფლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:58
ინტერვიუ
ზვიად ტომარაძე: მე თავად არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შემეზღუდება სიტყვის თავისუფლება
06 თებერვალი, 2016. 13:00


რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი გახდეს. რას ითვალისწინებს კანონპროექტი, რა გახდა მისი დაწერის მიზეზი და როგორ მოხდება მისი აღსრულება, - ამის შესახებ „რეპორტიორს" კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე ესაუბრა:


- ჩემდა სამწუხაროდ, საზოგადოებაში დაიხატა აპოკალიფსური სიტუაცია, თითქოს ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შეიზღუდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, შეიზღუდება გარკვეული მოსაზრებები და კრიტიკა. ეს ასე არ გახლავთ. გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაიმართა კანონპროექტის პირველი განხილვა და კომიტეტმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება წამოაყენა. კანონპროექტში ჩაიწერება, რომ პირს, რომელიც შეურაცხყოფს სხვა მოქალაქის რელიგიურ გრძნობებს, დაეკისრება 300-ლარიანი ჯარიმა. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 600 ლარს.


ცოტა ბუნდოვანია და ძალიან გაგვიჭირდა ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა, რადგან რთულია, ერთი მხრივ, დავიცვათ მორწმუნეთა უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დარჩეს ხელშეუხებელი. თუმცა, აქაც არის გარკვეული ნიუანსები და მოგეხსენებათ, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსულუტური და ის თავდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებების შელახვა.


სამწუხაროდ, ზოგიერთი ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საუბრობდნენ, რომ კანონი დაიცავს მხოლოდ მართლმადიდებლებს. ეს ასე არ არის. კანონპროექტში არსად წერია მართლმადიდებელი ეკლესია. კანონპროექტში საუბარია ყველა რელიგიის აღმსარებლის უფლებების დაცვაზე.


- როგორ უნდა განისაზღვროს, რა იგულისხმება რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფაში?


- მე მაქვს ჩემეული შეხედულება. მოგიყვანთ გარკვეულ მაგალითებს: ჩემი აზრით, ჯიპიანი მღვდელი არ მაყენებს რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფას და არ ჩაითვლება ეს სამართალდარღვევად. მაგრამ, თუ ჩვენ ვიტყვით გარკვეულ წრეზე, რომ ისინი არიან მართლმადიდებილები, ეს იქნება შეურაცხყოფა.


- ვინ განსაზღვრავს, თუ რა არის რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა?


- ძირითადი პრობლემაა, თუ ვინ განსაზღვრავს, რა არის რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მიყენება. ეს გახდა სასამართლოს პრეროგატივა. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არავის შეეზღუდება. ნებისმიერი პირი, რომელიც იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად, მიმართავს სასამართლოს და სასამართლო განსაზღვრავს ამას.


მე თავად არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შემეზღუდება სიტყვის თავისუფლება.

 

- თავადაც ახსენეთ, რომ არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ კანონპროექტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს. მზად ხართ თუ არა მათთან დიალოგისთვის და შესაძლებელია თუ არა, რომ კანონპროექტში გარკვეული მუხლები შეიცვალოს?


- ყოველთვის მზად ვარ, რომ ჩემს ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივაზე ვიმსჯელო. ქვეყანაში კანონები დისკუსიებითა და მსჯელობით უნდა მივიღოთ. სწორედ ამიტომ განიხილება კანონპროექტები სხვადასხვა კომიტეტებში. მოხარული ვიქნები, თუ იქნება ისეთ ფორმატში საუბრები, რომ ყველა ადამიანის აზრი მოვისმინოთ ამ საკითხზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთან არსებული რელიგიური კონფესიების აზრიც ამ საკითხზე. ჩემი აზრით, უნდა ვიმსჯელოთ და გარკვეულ შედეგამდე მივიდეთ.


მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ზოგადად პრინციპია მიუღებელი. მოდით, ერთ რამეზე შევჯერდეთ, რომ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა არ ნიშნავს მხოლოდ უმცირესობების უფლებების დაცვას. დემოკრატია ნიშნავს, რომ ყველას უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული. ასევე დაცული უნდა იყოს ამ ქვეყანაში მორწმუნეთა უფლებები. თუ ყველას უფლებებს ვიცავთ, მორწმუნეებმა რა დააშავეს?


- რამ განაპირობა კანონპროექტის შექმნა?


- კანონპროექტის დაწერა განაპირობა მიზანმიმართულმა შეტევამ როგორც მართლმადიდებლების მიმართ, ისე სხვა რელიგიის აღმსარებლების მიმართ. ათეულობით გვერდია სოციალურ ქსელში შექმნილი, რომელიც პირდაპირ ახორციელებს  ამა თუ იმ რელიგიის დისკრედიტაციას. გავიხსენოთ თუნდაც ღორის თავის მიჭედება, რელიგიური შენობებისა და სიწმინდეების წაბილწვა. ეს ყველაფერი სწორად არ მიმაჩნია.


- სოციალური ქსელი ახსენეთ. დაისჯებიან თუ არა ის პირები, ვინც სოციალური ქსელის მეშვეობით განახორციელებენ მსგავსი ტიპის აქტებს?

 

- არ დაისჯებიან. პირველ ვარიანტში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა არ გაიზიარა, მქონდა გარკვეული ჩამონათვალი, თუ რა შემთხვევაში დაისჯებოდნენ სამართალდამრღვევები. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციით, ეს ჩამონათვალი ამოვარდა და დარჩა მხოლოდ განსაზღვრება, რომ  რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ისჯება 300 ლარით. მეეჭვება, რომ სოციალურ ქსელში ამ კანონის რეალიზება მოხდეს.


- მაგრამ კანონპროქეტის დაწერის იდეა სწორედ სოციალური ქსელიდან წამოვიდა...


- კი ბატონო, მაგრამ არ გაიზიარა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ეს ჩანაწერი.

 

- თუ შეურაცხყოფაზე ვსაუბრობთ, რა მნიშვნელობა აქვს, სად და რა ფორმით მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას? სოციალური ქსელი ვერ კონტროლდება?


- სახელმწიფოში ბევრი კანონი არსებობს, რომლის აღსრულებაც ვერ კონტროლდება. სწორედ ამას ვგულისხმობდი, რომ სოციალური ქსელი შეიძლება ვერ მოიცვას ამ კანონმა.


- ანუ, ეჭვი გეპარებათ, რომ კანონი შეიძლება იყოს ქმედითუნარიანი?


- დიახ.

 

- მაშინ რა აზრი აქვს ასეთი კანონის მიღებას?


- შეიძლებაზე ხომ არ არის? არსებობს საჯარო შეურაცხყოფები და მარტო სოციალური ქსელი ხომ არ არის ამ ქვეყანაში?


აქ საუბარია, რომ თუ ვინმე ჩათვლის თავს შეურაცხყოფილად, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სასამართლო გადაწყვეტს, ეს იყო სიტყვის გამოხატვის თავისუფლება თუ მიზნად ისახავდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. ეს იქნება სოციალური ქსელით, საჯარო სივრცეში თუ ტელევიზიაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

 

- გამოდის, რომ მე თუ მიმაჩნია, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ვინმემ შეურაცხყოფა მომაყენა, შემიძლია, სასამართლოს მივმართო.

 

- რა თქმა უნდა. უბრალოდ, სოციალური ქსელის გაკონტროლება უფრო რთული იქნება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016