reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: ჰააგის სასამართლომ რუსეთი რომც გაამტყუნოს, ეს იქნება – გადაწყვეტილება ფურცელზე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:01
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: ჰააგის სასამართლომ რუსეთი რომც გაამტყუნოს, ეს იქნება – გადაწყვეტილება ფურცელზე!
02 თებერვალი, 2016. 16:20


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საფრთხე რეალურია. მისი თქმით, ეს საფრთხე გაჩნდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა ტრანსგენდერ „მაცაცოს", იგივე გიორგი ტატიშვილის სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იცნოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულება, რომლის თანახმადაც ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. ამ და აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მჟავანაძე „რეპორტიორს" ესაუბრა:


- საბერძნეთში, უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში რაც მოხდა, სავსებით რეალურია ჩვენთანაც განმეორდეს. მაქვს ინფორმაცია, რომ დასავლეთის ფონდებიდან გამოყოფილია მილიონობით დოლარი, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების კამპანიის მხარდასაჭერად საქართველოში, რომელსაც ქართული „გრანტიჭამიები" უკვე ითვისებენ. რომ არ მოხდეს ის, რაც თითქმის მთელს ევროპაში მოხდა, მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს მიიღონ გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი შემდეგი რედაქციით: ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.


მოვუწოდებ ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს - ნუ გახდება გარკვეული ჯგუფების მძევალი, რომლებიც დასავლეთიდან მიღებული ფინანსებით ცდილობენ ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანონ. ჩვენთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ ვინმე ტრანსგენდერ მაცაცოს უკან დგანან ის „გრანტიჭამიები", რომლებიც უკვე კარგა ხანია აწარმოებენ ბრძოლას ეროვნული ფასეულობების, ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

- შევეხოთ პოლიტიკურ საკითხებსაც... „ქართულ ოცნებაში" „რესპუბლიკური პარტია" კვოტების გაზრდას ითხოვს. რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ხართ თუ არა მომხრე გაეზარდოთ მათ კვოტები?

 

- ისინი ამაზე ღიად არ საუბრობენ. მე პირადად თამაზ მეჭიაურს დავეთანხმები - როდესაც ფულს თავად იხდი, როდესაც რეიტინგი შენია, როდესაც საზოგადოებაში რეიტინგთან და ფულთან ერთად დამატებითი ნიუანსები შენია, რატომ უნდა ჰქონდეს ვიღაცას უფრო მეტი, ვიდრე შენ. მაშინ ადგნენ და დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში თუ ასეთი თავდაჯერებულები არიან. დღეს საკმაოდ დიდი მანდატი აქვს „რეპუბლიკელებს", თუნდაც მთავრობაში, სხვადასხვა უწყებებში, სასამართლოში, პარლამენტში. კარგი იქნება თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ისინი დამოუკიდებლად იყრიან კენჭს, ეს მათთვისაც კარგი იქნება. როდესაც გაქვს ამბიცია, რომ რეიტინგული ხარ, მაშინ დაამტკიცე, რომ არა 2%-იანი, არამედ 22 და 42 %-იანი რეიტინგი აქვთ.


- ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიების გადაწყვეტილება მიიღო რას უნდა ელოდოს საქართველო? შესაძლოა თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?


- ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, შესაძლოა დადგეს, რადგან იქ საუბარია რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმაზე. ბევრს ჰგონია, რომ რუსეთის ხელისუფლების პასუხიმგებლობის საკითხიც დადგება. რომც გამოიკვეთოს მათი დანაშაული, ისინი სასამართლოს წინაშე არ წარდგებიან, რადგან არ არიან შეერთებული რომის სტატუტს, ასევე რუსეთის კონსტიტუციით რუსეთის მოქალაქეები სხვა ქვეყნის სასამართლოებს არ გადაეცემიან, ეს გათვალისწინებულია მათი კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ასე რომ, ჰააგის სასამართლომ რომც გაამტყუნოს რუსეთი, ეს იქნება გადაწყვეტილება ფურცელზე და ალბათობა, რომ რუსეთის რომელიმე ხელისუფალი წარდგება სასამართლოს წინაშე, არ არსებობს. ამასთან ერთად, საეჭვოდ მეჩვენება ჰააგის სასაართლოს გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობის ფონზე, რადგან შეიძლება ეს გამოყენებული იქნეს, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი. კი, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მასთან ურთიერთობების დალაგების გარეშე ჩვენს ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. არიან ტვინნაღრძობი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთს არ უნდა ვესაუბროთ. ასევე ულტიმატუმებით საუბარი რუსეთთან არასწორია. ულტიმატუმებს აყენებს ის, ვისაც კოზირები უჭირავს ხელში. ჩვენ კიდევ რა ბერკეტი და კოზირი გვიჭირავს, გაუგებარია. წამგებიან პოზიციაში ვართ. მოკლედ, ჰააგის სასამართლოს განაჩენი იურიდიული კუთხით რუსეთს ვერ დასჯის.


- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიღებულ დოკუმენტში საქართველოში უფლებადამცველების დაცვის კუთხის გაუარესებულ მდგომარეობაზე გააკეთა აქცენტი. რას ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს დასკვნა? რა მდგომარეობაა უფლებადამცველთა დაცვის კუთხით საქართველოში?

 

- ევროპის საბჭო დაკომპლეტებულია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებისგან. ეს დასკვნა მტკივნეულად არც უნდა აღვიქვათ, თუმცა არასასიამოვნოა, როცა დაგდებენ ბრალს იმაში, რაც არარეალურია. იქ ასევე საუბარი იყო მედიაზე ზეწოლაზე, ეს სრული აბსურდია, საქართველოში დღეს რომ მედიაა თავისუფალი, ასე თავისუფალი ჯერ არ ყოფილა. თუ 2 მხარე სასამართლოში დავობს, რა შუაშია აქ პოლიტიკა? რაც შეეხება უფლედამცველის ცემის ფაქტს, ეგრე ამერიკაშიც და სხვა ქვეყნებშიც ხდება გამონაკლისი შემთხევევბი, მთავარია ჩვენ დავგმეთ. მაგრამ ერთი კონკრეტული შემთხვევის გამო, რომ ვიღაცას თავს დაესხმენ და ეს აღვიქვათ ისე, რომ საქართველოში ადვოკატებს დევნიან, ამას თავად ნაციონალებიც ვერ იტყვიან. ამასთან, ევროპის სახალხო პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არის ალიანსი და არც უნდა გვიკვირდეს ეს მიდგომები... კი, არის გარკვეული პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მაგრამ არა ისეთი, რომ ეს რეზოლუციებში და დასკვნებში აისახოს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016