reportiori.ge - „რთულია, დავიცვათ მორწმუნეთა უფლებები, მეორე მხრივ კი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დარჩეს ხელშეუხებელი“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:34
საზოგადოება
„რთულია, დავიცვათ მორწმუნეთა უფლებები, მეორე მხრივ კი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დარჩეს ხელშეუხებელი“
06 თებერვალი, 2016. 17:29


რას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი გახდეს. ამის შესახებ „რეპორტიორს" კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე ესაუბრა:



„ჩემდა სამწუხაროდ, საზოგადოებაში დაიხატა აპოკალიფსური სიტუაცია, თითქოს ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შეიზღუდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, შეიზღუდება გარკვეული მოსაზრებები და კრიტიკა. ეს ასე არ გახლავთ.

 

კანონპროექტში ჩაიწერება, რომ პირს, რომელიც შეურაცხყოფს სხვა მოქალაქის რელიგიურ გრძნობებს, დაეკისრება 300-ლარიანი ჯარიმა. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 600 ლარს.

 

 

ცოტა ბუნდოვანია და ძალიან გაგვიჭირდა ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა, რადგან რთულია, ერთი მხრივ, დავიცვათ მორწმუნეთა უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დარჩეს ხელშეუხებელი. თუმცა, აქაც არის გარკვეული ნიუანსები და მოგეხსენებათ, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსულუტური და ის თავდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებების შელახვა.

 

 

სამწუხაროდ, ზოგიერთი ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საუბრობდნენ, რომ კანონი დაიცავს მხოლოდ მართლმადიდებლებს. ეს ასე არ არის. კანონპროექტში არსად წერია მართლმადიდებელი ეკლესია. კანონპროექტში საუბარია ყველა რელიგიის აღმსარებლის უფლებების დაცვაზე", - აცხადებს ტომარაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016