reportiori.ge - რა საერთო აქვთ ჰენრი კისინჯერსა და ზურაბ ხონელიძეს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:47
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა საერთო აქვთ ჰენრი კისინჯერსა და ზურაბ ხონელიძეს?
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 15:13

 

 

აშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივანმა, მსოფლიოში აღიარებულმა დიპლომატმა ჰენრი კისინჯერმა მიმდინარე წლის 4 თებერვალს, რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, მოუწოდა აშშ-ს და რუსეთს გამოიმუშაონ ურთიერთობების ახალი სტრატეგია.


მან აღნიშნა- „ფორმირებად მრავალპოლარულ მსოფლიოში რუსეთი უნდა განიხილებოდეს, როგორც ნებისმიერი ახალი გლობალური წონასწორობის საკვანძო ელემენტი... აუცილებელია მდგრადი თანამშრომლობა აშშ-ს, რუსეთსა და სხვა წამყვან სახელმწიფოებს შორის."


აშშ-ს ექს-სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის მოწოდება უნისონში მოდის ქართველი დიპლომატის ზურაბ ხონელიძის კონცეფციასთან- „საქართველოს არჩევანი". არადა, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ხონელიძე ანალოგიური მიდგომის აუცილებლობას კოცნეფციის ფორმატში ორ ათეულ წელზე მეტია, რაც აჟღერებს...


გთავაზობთ ამონარიდს ზურაბ ხონელიძის 2015 წლის 16 სექტემბრის ინტერვიუდან:  


„საქართველოს ისტორიული ფესვები ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანია, იგი ეფუძნება თანამედროვე ტენდენციების განვითარების ლოგიკას, რეგიონში საქართველოს და სამყაროში - ერთიანი სამხრეთკავკასიური გეოპოლიტიკური სივრცის ისტორიულად ჩამოყალიბებული როლის გათანამედროვების აუცილებლობას, ინტეგრაციულ პროცესებსა და წონასწორობის დაცვის გაგებას. საქართველოს სივრცის შიგნით და სივრცეს ევრაზიულ კონტინენტზე, როგორც სამყაროს გეოპოლიტიკური ღერძის მიმზიდველ ნაწილს, თავისივე ფენომენში აქვს პოტენციალი - „მთვლემარე რესურსი", შეასრულოს „მზიდი კონსტრუქციის" როლი და გარდაიქმნას გეოპოლიტიკური ცენტრების, ქვეყნების, კონტინენტების ერთმანეთისაგან თვისობრივად განსხვავებული ინტერესების „ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად მორიგების" სივრცე-არენად.

მსგავსი მიდგომა, გარდა იმისა, რომ მოხსნის აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, ევროპისა და რეგიონით დაინტერესებული სხვა მოთამაშეებისათვის საფრთხის შემცველ ფაქტორებს, ერთიანი სივრცის სახელმწიფოებს ერთიანი რეგიონის სრულუფლებიანი წევრობის რეალურ განცდას ჩამოუყალიბებს, გაზრდის შესაძლებლობას, საქართველოს ახალი - საერთაშორისო ფუნქციიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასია ერთიან, გახსნილ უსაფრთხო დემილიტარიზებულ სივრცედ ჩამოყალიბდეს. მოსალოდნელი რეალობა და საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში საქართველოს ჩართვა შესაძლებლობას იძლევა (არა ჩვენი თვითმყოფადობის დაკარგვისა და სახელმწიფო ტერიტორიების გადანაწილების, არამედ პირიქით, მისი გაერთიანებისა და რეგიონის გაძლიერების ხარჯზე) აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა, ევროკავშირმა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში გაერო-ს, ეუთო-ს, სხვა მოთამაშეების მონაწილეობითა და მრავალმხრივი საერთაშორისო სამშვიდობო პაქტით თავად განსაზღვრონ სამხრეთ კავკასიის, როგორც ერთიანი სივრცის სტატუსი და ჩამოაყალიბონ თანაარსებობის პრინციპები და გეოპოლიტიკური კომპრომისის შედეგად სივრცის ერთიან საგარეო ორიენტირთან მიმართებაშიც თავად გააკეთონ არჩევანი", - აცხადებს ხონელიძე.


P.S.  ზურაბ ხონელიძეს აშშ- რუსეთს შორის ახალი გეოპოლიტიკური წონასწორობის ფორმირების აუცილებლობაც და შესაძლებლობაც  განხილული აქვს საქართველოსთან მიმართებაში რეგიონული თანამშრომლობის ახალ ფორმატში.


ერთიც არის, - საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტ- ანალიტიკოსი სხვადასხვა, საკმაოდ მაღალი ტრიბუნიდან აჟღერებდნენ ამ მოსაზრებას და არც თუ ისე იშვიათად დამახინჯებულად და  კონტექსტიდან ამოგლეჯილად... თუმცა, იმედია, ჯერ კიდევ 1993 წელს ხონელიძის მიერ შემუშავებული და გაჟღერებული პროექტი, ადრე თუ გვიან გაცილებით საფუძვლიანი და ქვეყნისთვის ფუნდამენტური განსჯისა და განხილვის საგანი გახდება.


ამერიკელი დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის, ჰენრი კისინჯერის ამ მოწოდებამ, სამწუხაროდ, სათანადო ასახვა ვერც  ქართულ პოლიტიკურ და სექსპერტო წრეებში და მედიასივრცეში ჰპოვა.


რას ვიზამთ, ამ ქვეყანაში ხომ გაცილებით უფრო „სკანდალური" ამბებია მოდაში!



 წყარო: kvira.ge 


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016